Thumbnail

ირანელი ბეჰდად სალიმი ლაშა ტალახაძის ჩემპიონობას გამოეხმაურა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ირანელმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძე დააფასა
  • მან ქართველ ძალოსანს საუკეთესო უწოდა

ტაილანდის ქალაქ პატაიაში ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონატი მეოთხედ იზეიმა. ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონობა სამი მსოფლიო რეკორდით მოიგო - ლაშამ ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში სამი რეკორდი დაამყარა.

ქართველის ძალოსანის ტრიუმფს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელში ლაშას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს, თუმცა კიდევ უფრო მეტად სასიამოვნო იყო ლაშას დაფასება ირანელი ბეჰდად სალიმისგან, რომელიც 2016 წლის ოლიმპიადაზე ტალახაძის მთავარი მეტოქე იყო.

ირანელმა სპორტსმენმა ინსტაგრამზე ტალახაძის ვიდეო გამოაქვეყნა და შემდეგი წარწერა დაურთო: ''საუკეთესო და მიუწვდომელი. 220 კილოგრამი ატაცში და 264 აკვრაში. გილოცავ ძმაო...

კომენტარები

ბოლო ამბები