Thumbnail

კადეტთა მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში ქართული ფინალით დასრულდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტატამზე საქართველოს ნაკრების 5 წევრი გავიდა
  • მძიმე წონის ფინალში ერთმანეთს ქართველები შეხვდნენ

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში კადეტ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დასრულდა. ბოლო დღეს ტატამზე 5 ძიუდოისტი გავიდა. გიზო გუგუნაშვილი, თორნიკე ფოლადიშვილი (ორივე – 90 კგ.) და ნინო გულბანი (70 კგ.) ტურნირს ნაადრევ ეტაპზე გამოეთიშნენ.

მძიმე წონაში ქართული ფინალი ვიხილეთ, სადაც ირაკლი დემეტრაშვილი გიგა ტატიაშვილს დაუპირისპირდა. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ირაკლი დემეტრაშვილმა დამატებით დროში შესრულებული ვაზარით მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ეს ძიუდოისტები ერთმანეთს ივნისში ვარშავაში ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც შეხვდნენ და ის შეხვედრა ტატიაშვილის გამარჯვებით დამთავრდა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირი სამი მედლით დაასრულა: ირაკლი დემეტრაშვილმა ოქროს მედალი მოიგო, გიგა ტატიაშვილს ვერცხლის მედალი დარჩა, ხოლო შეჯიბრის პირველ დღეს ნიკა ბაჩიაშვილმა ბრინჯაოს მედალი(50 კგ.) მოიპოვა.

Irakli DEMETRASHVILI (GEO) V Giga TATIASHVILI (GEO) | World Championship Cadets 2019

ირაკლი დემეტრაშვილი (საქართველო) V გიგა ტატიაშვილი (საქართველო) | ჭაბუკთა მსოფლიო პირველობა 2019, ოქროს ფინალი +90 კილოში

Posted by ძიუდოს დღიურები / Judo Diaries on შაბათი, 28 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები