Thumbnail

'სწრაფად თამაშობენ და ბურთი არ უნდა მივცეთ' - გორგაძე ურუგვაიზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბორჯღალოსნები რაგბის მსოფლიო თასის მეორე ტურში ურუგვაის ხვდებიან
  • ბექა გორგაძემ ურუგვაის ნაკრების ძლიერ მხარეზე ისაუბრა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა კუმაგაიაში კაპიტნის ვარჯიში გამართა და მსოფლიო თასის მეორე ტურის შეხვედრისთვის მზადება დაასრულა. ''ბორჯღალოსნები'' D ჯგუფის მეორე მატჩში ურუგვაის ნაკრებს შეხვდებიან, რომელმაც პირველ ტურში ფიჯის ნაკრებთან სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.

ბექა გორგაძემ მედიასთან ურუგვაის ნაკრების ძლიერ მხარეზე ისაუბრა და მეტოქის სათამაშო სტილზეც ყურადღება გაამახვილა.

ბექა გორგაძე: "უპირველეს ყოვლისა, ისინი ძალიან სწრაფ რაგბის თამაშობენ, რის გამოც მათ ბურთი ხშირად არ უნდა მივცეთ, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანია უკანა ხაზის თამაში. სწრაფი თამაშის გამო, მათ მოედანი არ უნდა დავუთმოთ, რადგანაც ასეთ თამაშში გაგვიჭირდება. ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ კარგად დავიცავთ თავს და გამარჯვებულები ჩვენ ვიქნებით".

საქართველოს ნაკრები ურუგვაისთან მატჩს 29 სექტემბერს ჩაატარებს. მატჩი საქართველოს დროით 09:15-საათზე დაიწყება. 

კომენტარები

ბოლო ამბები