Thumbnail

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 28 სექტემბრის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ წინა, 24 სექტემბრის გადაცემაში სულ ცოტა დააკლდა ლევან სალუქვაძეს მოგებამდე. წამყვანის ბილეთი 4 პოზიციისგან შედგებოდა და მისი ჯამური კოეფიციენტი 12.5 იყო. არაზუსტი კი მხოლოდ ნანტი-რენის შეხვედრის პროგნოზი აღმოჩნდა.  

დღეს გადაცემის ავტორმა და წამყვანმა 3-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 9,0 გახლავთ. ლევანის ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი გლადბახის ორ გოლს აქვს ჰოფენჰაიმთან გასვლით მატჩში - 2,15.

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

ვწერ ბილბაოს მოგებას ვალენსიასთან. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბილბაომ ძალიან კარგი სტარტი აიღო - ლა ლიგა ბარსელონას მოგებით დაწყო. გუნდი სამეულშია, ლიდერს 2 ქულით ჩამორჩება და ახლა ხვდება ვალენსიას, რომელიც ცუდი გუნდი არ არის, მაგრამ ყველაფერთან ერთად, ლიგა აქვს სათამაშო და ყურადღება უფრო იქეთ ექნება.

გერმანიაში, მეორე ბუნდესლიგაში არის თამაში ბოხუმი-დარმშტადტი. ბოხუმი მე-17, ანუ ბოლოსწინა ადგილზეა, 4 ფრე და 3 წაგება აქვს. არ არის ეს ის ადგილი, სადაც ბოხუმი უნდა იყოს და ვფიქრობ, პირველი გამარჯვების დროც მოვიდა. დარმშტადტიც არ არის ცხრილში ზემოთ, 4 გასვლიდან 3 წაგება და ბურთები 1:7-თან აქვს და მგონია, რომ ბოხუმი მოუგებს.  

მომდევნო მატჩსაც გერმანიაში, ოღონდ პირველ ბუნდესლიგაში ავარჩევ - ჰოფენჰაიმი-გლადბახს. ჰოფენჰაიმი აღარ არის იმ დონის გუნდი - თამაშებს აგებს, შინ გოლებს უშვებს. ეს გლადბახი კი საინტერესო გუნდია და გოლების გატანაზეა დაგეშილი. მგონია, რომ გლადბახი, რომელსაც ქულების დასაკარგავად არ სცალია და მიზნად ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრას ისახავს, ჰოფენჰაიმს ორ გოლს გაუტანს. 

გადაცემის სტუმარი სპორტული ჟურნალისტი გიორგი ბარბაქაძე იყო, რომელმაც 4-მატჩიანი ბილეთი შეადგინა, რომლის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 9,3 გახლავთ.

მაყურებლის ბილეთი 6 პოზიციისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით, 10,2 გახლავთ. ერთ-ერთი მაყურებლის ვარაუდით, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე ურუგვაის, მინიმუმ, 10 ქულის სხვაობით მოუგებს.

კომენტარები

ბოლო ამბები