Thumbnail
  • არგენტინის ნაკრები გერმანიასთან ტესტ-მატჩისთვის მზადებას იწყებს
  • მესი, აგუერო და დი მარია გამოძახებულთა შორის არ არიან

9 ოქტომბერს, დორტმუნდის ‘სიგნალ იდუნა პარკზე’ დიდი ტესტ-მატჩია - ერთმანეთს გერმანიისა და არგენტინის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან. ‘ალბისელესტეს’ მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალომიმ შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც არც ლიონელ მესია, არც სერხიო აგუერო და არც ანხელ დი მარია.

მესი არგენტინის ნაკრებში არა დასვენების მიზნით, არამედ დისკვალიფიკაციის გამო არ არის გამოძახებული. 32 წლის სუპერვარსკვლავმა ივლისის დასაწყისში, კოპა ამერიკის მესამე ადგილისთვის მატჩში (ჩილესთან) წითელი ბარათი მიიღო, მერე კი ორგანიზატორები და მსაჯები კორუფციაში დაადანაშაულა, რის გამოც 3-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო (ნოემბრის დასაწყისამდე).

ლეო მესი არგენტინის ნაკრებს ნოემბრამდე ვერ დაეხმარება, ლეონარდო ბალერდის 'სიგნალ იდუნა პარკზე' ჯერ არ უთამაშია

სკალონის სიაშია დორტმუნდის ბორუსიას ფეხბურთელი ლეონარდო ბალერდი, რომელსაც გერმანულ კლუბში ჯერ არ უთამაშია და შესაძლოა, ‘სიგნალ იდუნა პარკზე’ მისი დებიუტი არა ბორუსიას ფორმით, არამედ არგენტინის ნაკრების ფორმით შედგეს.

არგენტინის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: აგუსტონ მარჩესინი (პორტუ), ხუან მუსო (უდინეზე), ემილიანო მარტინესი (არსენალი)

მცველები: ხუან ფოიტი (ტოტენჰემი) რენცო სარავია (პორტუ), ნიკოლას ოტამენტი (მანჩესტერ სიტი), ხერმან პეცელა (ფიორენტინა), მარკოს როხო (მანჩესტერ იუნაიტედი), ვალტერ კანემანი (გრემიო), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი), ლეონარდო ბალერდი (დორტმუნდი).

ნახევარმცველები და თავდამსხმელები: გუიდო როდრიგესი (ამერიკა), ფედერიკო სარაჩო (რასინგი), ლეონარდო პარედესი (პსჟ), ნიკოლას დომინგესი (ველესი), როდრიგო დე პაული (უდინეზე), მარკოს აკუნია (სპორტინგი), რობერტო პერეირა (უოტფორდი), ანხელ კორეა (ატლეტიკო), ლუკას ოკამპოსი (სევილია), ერიკ ლამელა (ტოტენჰემი), მატიას ვარგასი (ესპანიოლი), ნიკოლას გონსალესი (შტუტგარტი), ლუკას ალარიო (ლევერკუზენი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), პაულო დიბალა (იუვენტუსი).

კომენტარები

ბოლო ამბები