Thumbnail

ოფიციალურად: დურანტი ბრუკლინს ერთი წელი ვერ დაეხმარება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კევინ დურანტი 2019-2020 წლების სეზონს გამოტოვებს
  • დურანტმა ტრავმა ტორონტოსთან, სუპერფინალის მე-5 შეხვედრაში მიიღო

NBA-ს ახალი სეზონის დაწყებამდე, ბრუკლინ ნეტსის კალათბურთელები მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ახალ სეზონის შესახებ ისაუბრეს. NBA-ს ორგზის ჩემპიონმა კევინ დურანტმა, რომელიც ბრუკლინს ამ ზაფხულს გოლდენ სტეიტიდან შეუერთდა, შეხვედრაზე განაცხადა, რომ კლუბს მთელი სეზონის განმავლობაში ვერ დაეხმარება და ბრუკლინთან ერთად წარმატების მიღწევას 2020-2021 წლების სეზონში ეცდება.

წაიკითხე კევინ დურანტის რეალური ძალა - ყველაზე სრულყოფილი შემტევი იარაღი

დურანტმა გოლდენ სტეიტს 221-მილიონიან კონტრაქტზე უარი უთხრა და ბრუკლინში გადავიდა, სადაც 4 წელიწადში 164 მილიონ დოლარს მიიღებს. კევინმა აქილევსის მყესი 2019 წლის სუპერფინალში, ტორონტოსთან მე-5 დაპირისპირებაში გაიწყვიტა.

კევინ დურანტი გოლდენ სტეიტში 2016 წლიდან გამოდიოდა. ამ ხნის განმავლობაში ის ორჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი და ორივეჯერ ფინალური სერიის MVP გახლდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები