Thumbnail
  • 📅 28 სექტემბერი | ⌚ 17:30 | ⚽ ლაიპციგი V შალკე
  • გერმანიის ჩემპიონატის ცენტრალური მატჩი ‘რედ ბულ არენაზე’ გაიმართება

გერმანიის ჩემპიონატში უკვე 5 ტური ჩატარდა, სატურნირო ცხრილს კი კვლავ ლაიპციგი ლიდერობს! საქსონიელები ისევ დაუმარცხებლები არიან, ქულები მხოლოდ ერთ მატჩში დაკარგეს და ისიც მიუნხენის ბაიერნთან (1:1). საინტერესოა, რომ 5 ტურის შემდეგ ბუნდესლიგაში სულ სამი დაუმარცხებელი გუნდია - ლაიპციგის გარდა, წაგება არ აქვთ ბაიერნს და ვოლფსბურგს.

წინა ტურში ლაიპციგმა ბრემენის ვერდერი 3:0 დაამარცხა და ამ თამაშის შემდეგ, გერმანიაში ყველა გუნდის მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს აქებს. ლაიპციგის შეფმა რალფ რანგნიკმა თქვა, ნაგელსმანს იურგენ კლოპზე, ან პეპ გვარდიოლაზე ნაკლები მომავალი არ აქვსო. იულიანი და მისი შეგირდები შეეცდებიან, რომ ასეთი ეპითეტები შალკესთან საშინაო მატჩში გაამართლონ - მე-6 ტურის ცენტრალური მატჩიც სწორედ ეს არის.

გელზენკირხენელებმა სეზონი ცუდად დაიწყეს - 2 ტურის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა ჰქონდათ. მაგრამ მერე შალკემ მოუმატა და ზედიზედ სამი მატჩის მოგება შეძლო ჰერტასთან, პადერბორნში და მაინცთან. შედეგად, შალკე 5 ტურის შემდეგ საუკეთესო ხუთეულშია, რაც S04-ისთვის საუკეთესო სტარტია 2015 წლის შემდეგ.

თუმცა ლაიპციგი გაცილებით უკეთეს ფორმაშია, რაც ნაგელსმანის გუნდის ბოლო შედეგებით დასტურდება - 1:1 ბაიერნთან, 2:1 ბენფიკასთან, 3:0 ბრემენში. “ვიცით, რომ ფეხბურთის კარგად თამაში შეგვიძლია,” - ამბობს კაპიტანი ვილი ორბანი. “ჩვენი მიზანი თითოეული თამაშის მოგებაა,” - დასძენს გენერალური მენეჯერი მინტცლაფი.

წინა ტურში, ლაიპციგმა ვერდერს 3:0 მოუგო, ანგარიში კი ორბანმა გახსნა

თუმცა ფაქტია, რომ შალკე ლაიპცის სერიოზულ გამოცდას მოუწყობს - დავიდ ვაგნერის გუნდი კარგ ფიზიკურ ფორმაშია. “მწვრთნელი ჩვენგან ბევრ სირბილსა და აგრესიულად თამაშს ითხოვს. სამი თამაშია, ყველაფერი იდეალურად გამოგვდის,” - აცხადებს ნახევარმცველი მასკარელი.

შალკესთვის ცუდი ის არის, რომ გელზენკირხენელებს ბუნდესლიგის პირველადგილოსანთან ბოლო 14 დუელიდან არცერთი აქვთ მოგებული (2 ფრე, 12 წაგება). შალკემ გერმანიის ჩემპიონატის ლიდერი ბოლოს 2011 წლის აგვისტოში დაამარცხა - ეს იყო 1:0 მოგება მიონხენგლადბახის ბორუსიასთან.

საინტერესო ფაქტები

⚽ ლაიპციგი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს 5 ტურის შემდეგ წაუგებლად ლიდერობს. ლაიპციგელთა გარდა, გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატჩი დაუმარცხებლები მხოლოდ მიუნხენის ბაიერნი და ვოლფსბურგი არიან.

⚽ ლაიპციგს 4 გამარჯვება აქვს, აქედან 3 მატჩი მინიმუმ 2-ბურთიანი სხვაობით მოიგო და ოთხივე შემთხვევაში პირველი ტაიმი მოიგო.

⚽ ორი ტურის შემდეგ შალკეს მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა, მერე კი მოუმატა და ზედიზედ 3 მატჩი მოიგო. გელზენკირხენული კლუბისთვის ეს საუკეთესო სტარტია 2015 წლის შემდეგ.

⚽ შალკეს სამივე მოგებულ მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა. ასევე 2,5-ზე მეტი გოლი ვნახეთ შალკეს ბოლო 9 მატჩიდან 8-ში.

⚽ შალკემ წინა სეზონში სტუმრად უფრო მეტი ქულის მოპოვება შეძლო (18), ვიდრე შინ (15).

⚽ გელზენკირხენულ კლუბს ბუნდესლიგაში სტუმრად 6 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

შალკემ წინა ტურში მაინცი 2:1 დაამარცხა

⚽ ლაიპცის ფორვარდ ტიმო ვერნერს თავის კარიერაში შალკეს კარში 4 გოლი აქვს გატანილი. აქედან 3 პირველ ტაიმში და, თანაც, პირველ 15 წუთში. ამ სეზონში ვერნერმა ბუნდესლიგის საშინაო მატჩებში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და ისიც მე-10 წუთზე. 

⚽ შალკე და ლაიპციგი ერთმანეთს ბუნდესლიგაში 6-ჯერ შეხვდნენ და ჯამში 26 ყვითელი ბარათი დააფიქსირეს, წითელი კი - არცერთხელ.

⚽ ლაიპციგს ამ სეზონში მე-16-დან 75-ე წუთამდე არცერთი გოლი არ გაუშვია. 

⚽ შალკეს ბუნდესლიგის ამ სეზონში პირველ 30 წუთში ჯერ არ გაუტანია. 

სავარაუდო შემადგენლობები

ლაიპციგი (3-5-2): გულაჩი - კონატე, უპამეკანო, ორბანი - ზაბიტცერი, მუკიელე, დემე, სარაკი, ფორსბერგი - ვერნერი, პოულსენი.

შალკე (4-2-3-1): ნიუბელი - კენი, სტამბული, ნასტასიჩი, ოჩიპკა - მასკარელი, სერდარი - კალიჯური, უთი, ჰარიტი - ბურგშტალერი.

გამოკითხვა

ვინ გახდება გერმანიის ჩემპიონი?

  • ბაიერნი
  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი
  • ლევერკუზენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები