Thumbnail
  • 📅 28 სექტემბერი | ⌚ 20:00 | ⚽ სამპდორია V ინტერი
  • ანტონიო კონტე მოგებათა სერიის გაგრძელებას გენუაში შეეცდება
  • ესებიო დი ფრანკოს გუნდი 36 წლის ფაბიო კვალიარელას იმედზეა
  • ნერაძურის იმ კვირაში რთული მატჩი ჩემპიონთა ლიგაში უწევს 

სერია A-ს ლიდერი სათამაშოდ გენუაში ჩადის. ანტონიო კონტეს შეგირდებმა წინა ხუთი შეხვედრიდან ყველა მოიგეს და სატურნირო ცხრილს ქულათა მაქსიმუმით ლიდერობენ. ნერაძურის კვალში მოქმედი ჩემპიონი, ტურინის იუვენტუსი უდგას, რომელიც 2 ქულით ჩამორჩება და მის ფეხის დაცდენას ელოდება, მაგრამ კონტეს ფიქრები არამხოლოდ იტალიის პირველობას უტრიალებს - იმ კვირაში ჩემპიონთა ლიგაში აქვს სათამაშო და ეს ფაქტი შესაძლოა შანსი იყოს გაჭირვებული  სამპდორიასთვის. 

სამპდორია

ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდისთვის ეს სეზონი ძალიან წარუმატებლად წარიმართა. სამპდორიამ ჩემპიონატში 5-იდან 4 შეხვედრა წააგო და ლიდერთან თამაშს სატურნირო ცხრილის ფსკერზე ხვდება. 

სამპდორიამ ერთადერთი მოგება ჩემპიონატში ტორინოსთან იზეიმა

ზაფხულში სამპდორია გრეგუარ დეფრელმა დატოვა - გუნდის მეორე ბომბარდირმა გასულ სეზონში. ადგილზე რჩება საუკეთესო მეგოლე ფაბიო კვალიარელა, მაგრამ იტალიელი თავდამსხელი უკვე 36 წლისაა და ყოველ სეზონში 20 და მეტი გოლის გატანას, სხვა რომ არაფერი, ფიზიკურადაც ვეღარ შეძლებს. 

რაც შეეხება ინტერთან თამაშს, მასპინძლებს ქულები ძალიან სჭირდებათ და როგორმე "ლუიჯი ფერარისზე" გატანაც უნდა სცადონ, რადგან ნერაძურისთან დაცვაში ჩაჯდომას უბრალოდ აზრი არ აქვს. მით უმეტეს, გენუელებს ინტერთან გატანა ბოლო დროს ძალიანაც არ უჭირდათ - უკანასკნელ 6 შეხვედრაში სამპდორიამ მოედანი უგოლოდ მხოლოდ 2-ჯერ დატოვა.

კვალიარელამ სერია A-ს წინა სეზონში 26 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა

მაგრამ ეუსებიო დი ფრანჩესკო ინტერთან თამაშს დაცვისა და თავდასხმის ხაზში საკადრო პრობლემით ხვდება. წინა ტურში წითელი ბარათი მიიღო უკანახაზელმა ჯეისონ მურილიომ და დისკვალიფიცირებულია. ტრავმები აქვთ მცველ ალექს ფერარისა და ფორვარდ მანოლო გაბიადინის, რომელის გოლის წყალობითაც იზეიმა სამპდორიამ ამ სეზონში ერთადერთი გამარჯვება - ტორინოსთან (1:0). 

ინტერი

კონტე ინტერის პირველი მწვრთნელია, რომელმაც სერია A-ს ხუთივე სასტარტო მატჩი მოიგო

ანტონიო კონტეს ხელში ინტერი მრისხანეა. სერია A-ს სასტარტო 5 ტურში მილანელებმა არცერთი ქულა დაკარგეს, გაიტანეს ათი გოლი და მხოლოდ ერთი გაუშვეს. ოღონდ სათქმელია ისიც, რომ ბოლო ტურში ინტერის მხარეს ფორტუნაც იყო - ლაციოს ჰქონდა სამირ ჰანდანოვიჩის კარში გატანის შანსი და რომაელებს ცოტა რომ გამართლებოდა, ამ შეხვედრაში ნერაძური მინიმუმ კარს "მშრალად" ვერ შეინახავდა.

მომავალ თამაშთან დაკავშირებით უფრო მეტად გასათვალისწინებელი კი ისაა, რომ კონტეს გუნდს სამი დღის შემდეგ სტუმრად ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა უწევს - ბარსელონასთან! მოგეხსენებათ, ლიგის ჯგუფში პირველი მატჩი ინტერმა შინ სლავიასთან ფრედ 1:1 დაასრულა და კატალონიაში ქულის მოპოვებაც, კონტესთვის რეაბილიტაცია იქნება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გამორიცხული არაა, მილანელებმა გენუის სამპდორიასთან ძალები დაზოგონ და ფრეთიც დაკმაყოფილდნენ.

ვარაუდობენ, რომ ალექსის სანჩესი სამპდორიასთან ინტერის სასტარტოში გამოჩნდება

ანტონიო კონტეს გუნდში პრობლემა არავის აქვს, ვარაუდობენ, რომ ინტერის თავკაცი რომელუ ლუკაკუს დაასვენებს, ხოლო ინტერის სასტარტოში თამაშს პირველად დააწყებინებს ალექსის სანჩესს.

📷 ნერაძურის მზადება სამპდორიასთან მატჩისთვის

საინტერესო ფაქტები

⚽ მილანის ინტერმა სამპდორიასთან ჩემპიონატის ბოლო ოთხივე შეხვედრაში გამარჯვება იზეიმა.

⚽ მილანის ინტერისა და სამპდორიას ბოლო 5 დაპირისპირებიდან 4-ში 2,5-ზე მეტი გოლი დაფიქსირდა. 

⚽ სერია A-ში ამ გუნდების ბოლო 5 შეხვედრაში ანგარიშის გახსნას მილანის ინტერის ფეხბურთელები ახერხებდნენ.

⚽ მილანის ინტერმა იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ 6 შეხვედრაში (5 ამ სეზონში) გამარჯვება იზეიმა.

⚽ მილანის ინტერმა იტალიის ჩემპიონატის ბოლო სამივე შეხვედრა ისე მოიგო, გოლი არ  გაუშვია.

⚽ იტალიის ჩემპიონატში მილანის ინტერის ბოლო სამ შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ სამპდორიამ იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული 5 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, 4-ში კი დამარცხდა.

⚽ სამპდორიამ სერია A-ში ჩატარებული ბოლო 6 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთში ვერ მოახერხა გოლის გატანა.

⚽ იტალიის ჩემპიონატში მილანის ინტერის 5 შევედრიდან 4-ში 9,5-ზე მეტი კუთხური დაფიქსირდა.

 

სავარაუდო შემადგენლობები

სამპდორია (3-4-1-2): აუდერო - ბერეშინსკი, კოლეი, რეჯინი - დეპაოლი, ეკდალი, ლინეტი, მურუ - კაპრიარი - კვალიარელა, რიგონი.

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - გოდინი, დე ვრეი, შკრინიარი - კანდრევა, ვესინო, ბროზოვიჩი, სენსი, ასამოა - მარტინესი, სანჩესი.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები