Thumbnail

220 კილოგრამი! ლაშა ტალახაძის მსოფლიოს რეკორდი და ოქრო ატაცში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

25 წლის ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონის ზედიზედ მე-4 ტიტულისკენ მიიწევს.

ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ტურნირის დასკვნით დღეს საქმეში მძიმე წონითი კატეგორიის (+109 კგ.) წარმომადგენლები ჩაებნენ და ცხადია, ქართველი გოლიათი უმთავრეს ფავორიტად მიიჩნევა, რაც უკვე პირველ მოძრაობაში დამტკიცდა.

ლაშა ტალახაძე ატაცში მსოფლიოს ჩემპიონია!!! გილოცავთ

ლაშა ტალახაძე ატაცში მსოფლიოს ჩემპიონია!!! გილოცავთ ისევ რეკორდი და ისევ დიდი წარმატება - 220 კილოგრამი ატაცში <3

Posted by Silk Sport on პარასკევი, 27 სექტემბერი, 2019

ტალახაძემ ატაცში სამივე ცდა გამოიყენა, 208, 215 და 220 კგ-იანი შტანგა დასძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა (უწინდელი - 218 კგ. ასევე ლაშას ეკუთვნოდა).

ატაცი

208 კილოგრამი ✅
215 კილოგრამი ✅
220 კილოგრამი ✅

შედეგად, ლაშამ უახლოეს კონკურენტ გორ მინასიანს (სომხეთი) 8 კგ-ით გაუსწრო და ორჭიდის ჯამში გამარჯვების უმთავრესი ფავორიტია. აკვრაში შეჯიბრი რამდენიმე წუთში აიღებს სტარტს.

კომენტარები

ბოლო ამბები