Thumbnail

არც ბარსა, არც რეალი - ჩელსი ნეიმარის ტრანსფერისთვის რეკორდებზე მიდის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პსჟ-ის 27 წლის ფორვარდი შესაძლოა ზაფხულში პრემიერლიგაში აღმოჩნდეს
  • ლონდონური კლუბი ბრაზილიელში სარეკორდო თანხის გადახდას აპირებს
  • თუკი ტრანსფერი განხორციელდება, ნეიმარს მესიზე დიდი ხელფასი ექნება 

მომავალ ზაფხულს ლონდონის ჩელსი პარი სენ-ჟერმენის ბრაზილიელი ფორვარდის ნეიმარის შეძენას შეეცდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობას განზრახული აქვს, 27 წლის ბრაზილიელს, მისით დაინტერესებულ ყველა სხვა კლუბზე უფრო მიმზიდველი წინადადებებით მიმართოს.

რაც მთავარია, ჩელსი სატრანსფერო რეკორდის დამყარებას და ნეიმარში 300 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, თავად ფეხბურთელს კი წლიურ ხელფასად 42 მილიონ ევროს გადაუხდის. შესაბამისად, ნეიმარი მსოფლიოს ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე ფეხბურთელი გახდება. 

გასულ ზაფხულს ბარსელონაში ნეიმარის ტრანსფერი არ შედგა

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ბარელონიდან პარი სენ-ჟერმენში 2017 წლის ზაფხულში, 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, რაც მსოფლიო რეკორდია. 27 წლის ბრაზილიელს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ახლახან დაიწერა, რომ პარიზელები ფორვარდთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებენ და წინადადებით უკვე მიმართეს კიდეც მას, თუმცა უცნობია, რას აპირებს თავად ფეხბურთელი.

ცნობილია, რომ გასულ ზაფხულს ნეიმარმა კლუბის შეცვლის სურვილი ღიად გამოთქვა. მთავარი პრეტენდენტად ბრაზილიელის ყოფილი კლუბი - ბარსელონა სახელდებოდა. მედია ნეიმარის მომავალს ასევე უკავშირებდა რეალსა და იუვენტუსს, თუმცა საბოლოოდ ვერცერთმა კლუბმა მოახერხა ტრანსფერის განხორციელება და საბოლოოდ ნეიმარი პარიზში დარჩა.

სატრანსფერო საგის გამო, ნეიმარმა სეზონის სტარტი გამოტოვა, მაგრამ შემდეგ მოედანზე დაბრუნდა და თავის გუნდს, თამაშის მიწურულს გატანილი გოლების წყალობით, ორ მატჩში მოაგებინა - სტრასბურსა და ლიონთან.

ლიგა 1-ის მიმდინარე ჩემპიონატში გასული 7 ტურის შემდეგ, თომას ტუხელის გუნდს 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს ანჟერთან იყოფს.

კომენტარები

ბოლო ამბები