Thumbnail

ნაპოლი სკუდეტოსკენ მიიწევს, ზედიზედ მერვე გამარჯვება სერია ა-ში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნაპოლი 4:1 ლაციო.
  • სრული სვლით სკუდეტოსკენ.
  • იუვენტუსთან სხვაობა ერთი ქულაა.


იტალიის სერია ა-ს 24-ე ტურში ნაპოლიმ ლაციოს უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. იუვენტუსს ფიორენტინასთან მატჩი მოგებული ჰქონდა და მაურიციო სარის შეგირდებს სამი ქულა ჰაერივით სჭირდებოდათ.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მე-3 წუთზე დე ვრეიმ ჩირო იმობილეს პასით გაიტანა. ნაპოლიმ გათანაბრება მხოლოდ ტაიმის ბოლოს მოახერხა, ხოსე კალეხონი საჯარიმოში ბრწყინვალედ გაიხსნა და სტრაკოშასთვის გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. კალეხონმა 31-ე იუბილე გოლით აღნიშნა.

მეორე ტაიმი ნაპოლის სრული უპირატესობით მიმდინარეობდა. ჯერ უოლასმა ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში, ხოლო 56-ე წუთზე მარიო რუის დარტყმის შემდეგ ბურთი პიოტრ ზელინსკის მოხვდა მიმართულება შეიცვალა და სტრაკოშას კარში მესამე გოლი გავიდა. მატჩს წერტილი დრის მერტენსმა დაუსვა, რომელმაც ზელინსკის ჭკვიანური გადაცემით მოახერხა გატანა. მაურიციო სარის გუნდს 63 ქულა აქვს და იუვენტუსს ისევ ერთი ქულით უსწრებს. საჩემპიონო ბრძოლა და რბოლა გრძელდება, წინ კიდევ 14-ტურია.

კომენტარები

ბოლო ამბები