Thumbnail
  • სიმულატორმა უელსთან 21-ქულით წაგება გვიწინასწარმეტყველა
  • კომპიუტერი ურუგვაისთან მატჩის ანგარიშსაც გვთავაზობს

სარაგბო მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები კვირას მეორე მატჩს გამართავს - მეტოქე ურუგვაის ნაკრებია, რომელმაც პირველ ტურში სენსაცია გამოაცხო. ამ წყვილში ფავორიტი საქართველოა, რასაც მსოფლიო თასის სიმულატორიც ამტკიცებს.

ამ სიმულატორის დახმარებით, მეცნიერებმა  QBE Business Insurance-დან ბაზაში ყველა საჭირო მოცემულობა შეიტანეს და მათემატიკური გამოთვლებით წინასწარ იღებენ სარაგბო მატჩების შედეგებს. მსოფლიო თასის სიმულატორი ამტკიცებს, რომ D პულის ცენტრალურ მატჩში უელსი ავსტრალია 22:21 დაამარცხებს.

წაიკითხე | ქვიზი: რაგბის მსოფლიო თასი

კომპიუტერი შორსმიმავალ პროგნოზსაც აკეთებს - 2 ნოემბერს ფინალში უელსი ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება.

სხვათა შორის, კომპიუტერმა პირველ ტურში უელსის გამარჯვება საქართველოს ნაკრებზე 30:9 ანუ 21-ქულიანი სხვაობით იწინასწარმეტყველა. სინამდვილეში მატჩი უელსმა 43:14 მოიგო (სხვაობა 29 ქულა). 

სხვათა შორის, სიმულატორმა ინგლისის მოგება აშშ-სთან მატჩში 45:9 იწინასწარმეტყველა და კინაღამ ანგარიში გამოიცნო - 45:7 სინამდვილეში. რა პროგნოზს აკეთებს მსოფლიო თასის სიმულატორი საქართველო-ურუგვაის მატჩისთვის? კომპიუტერის აზრით, "ბორჯღალოსნები" 24:10-ს მოიგებენ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები