Thumbnail

ორი პროექტიდან ერთს აირჩევენ - ახალი სტადიონი მილანში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სტადიონი 60 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი
  • რა ბედი ელის სან სიროს, ჯერჯერობით უცნობია

ქალაქ მილანში ახალი სტადიონი აშენდება. ეს საკითხი შეთანხმებულია და კითხვის ნიშნები მოხსნილია. არენაზე ორივე მილანური გუნდი: მილანი და ინტერი ითამაშებენ. შესაბამისად, სტადიონის და მთლიანად, კომპლექსის მშენებლობის ხარჯებს სწორედ კლუბები დაფარავენ. 

პროექტის ბიუჯეტი 1 200 000 000 ევროა და შესაბამისად, თთოეულ კლუბს 600 მილიონი ევროს დახარჯვა მოუწევს. ეს იქნება მულტიფინქციური კომპლექსი, რომლის ფარგლებში არა მარტო სტადიონი და სპორტული, თუ კულტურული ობიექტები გაიხსნება, რეკრეაციული ზონაც მოეწყობა. თვითონ სტადიონი 60 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი.

პირველი პროექტი

მილანური კლუბის მესვეურებმა ორი პროექტი წარადგინეს, საიდანაც ერთს აარჩევენ. ორივე შემთხვევაში ტევადობაა 60 000 და სხვა ძირითადი მიმართულებებიც იდენტურია.  ჯერჯერობით უცნობია თუ როდის გაკეთდება საბოლოო არჩევანი და როდის დაიწყება სამუშაოები. სტადიონის აშენებას და კომპლექსის სრულად დასრულებას კი მინიმუმ 3 წელი დასჭირდება. 

ამრიგად, მილანური გრანდები ისტორიული სტადიონის: სან სირის დატოვებას გეგმავენ. განიხილებოდა სან სიროს რეკონსტრუქციის იდეაც, თუმცა სხვადასხვა ფაქტორების გამო, ეს მიზანშეუწონლად მიიჩნიეს. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სამი წლის განმავლობაში მილანური გუნდები უსტადიონოდ რჩებიან, სხვა ქალაქს შეკედლება კი დიდ ფინანსურ ზარალს გამოიწვევს.

მეორე პროექტი

კომენტარები

ბოლო ამბები