Thumbnail
  • ავთანდილ ასათიანის გუნდმა ივანო-ფრანკოვსკში ორივე მატჩი დათმო
  • საქართველოს ნაკრები მეინ-რაუნდის თამაშებისთვის ემზადება

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინის ქალაქ ივანო-ფრანკოვსკში ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა და 1:4 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მხრიდან  ერთადერთი გოლი მე-11 წუთზე ფუმასამ გაიტანა.

📺 უკრაინა 4:1 საქართველო

უკრაინა 4:1 საქართველო
საქართველო:
კუპატაძე, თალესი, ფუმასა, სებისკვერაძე, რონინიო.
სათადარიგო შემადგენლობა: ჯამბურია, ბუკია, კეკელია, თევზაძე, მაისაია, ჭუმბურიძე, თოდუა, ჯვარაშვილი, თოფურია, კურტანიძე.
მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები უკრაინასთან მატჩის წინ

შეგახსენებთ, რომ ასათიანის გუნდი 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ძირითადი რაუნდისთვის ემზადება და უკრაინამდე რუმინეთის ნაკრებსაც გაეჯიბრა, რომელთანაც 3:6 წააგო.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები მეინ-რაუნდის შეხვედრებს 24-27 ოქტომბერს პოლონეთში ჩაატარებს, მეტოქეებად კი, მასპინძელთა გარდა, ესპანეთი და ფინეთი ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები