Thumbnail

პორტუგალიამ ფუტსალში პირველი ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა

  • რუსეთი 1:0 ყაზახეთი.
  • პორტუგალია 3:2 ესპანეთი.
  • პორტუგალიამ ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი პირველად მოიგო.
  • რიკარდინიო ტურნირის საუკეთესო მოთამაშეა.

სლოვენიაში ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირს ღირსეული გამარჯვებული ჰყავს - პორტუგალია. ფინალურ დაპირისპირებაში პორტუგალიელები ტურნირის 7-გზის გამარჯვებულებს, ესპანეთს შეხვდნენ. ფინალამდე მესამე ადგილისთვის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც რუსეთმა ყაზახეთი 1:0 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებს ტურნირის ისტორიაში მესამედ დაეუფლა.

რაც შეეხება ფინალს, მატჩმა მოლოდინები გაამართლა. ანგარიში 59-ე წამზე გაიხსნა. რიკარდინიომ ტურნირის ფინალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა და პორტუგალია დააწინაურა. პირველი ტაიმის ბოლოს, მარკ ტოლრამ ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

მეორე ტაიმში, 32-ე წუთზე, ლინმა ესპანეთი დააწინაურა. 3-წუთში მიგელინმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, ბურთი ხარიხას მოხვდა. მატჩის დასრულებამდე წუთითა და 42-წამით ადრე, ბრუნო კოელიომ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. შეხვედრის გმირი სწორედ ბრუნო გახდა, რომელმაც დამატებით დროის დასრულებამდე 56-წამით ადრე, ბრუნო კოელიომ თერთმეტმეტრიანი გაიტანა და პორტუგალიას ნანატრი ევროპის ჩემპიონობა მოუპოვა. პორტუგალია პირველად გახდა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული. ტურნირი საუკეთესო მოთამაშედ რიკარდინიო დასახელდა. პორტუგალიელმა ბომბარდირობაც არავის დაუთმო. ის 7-გოლით პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს ბუცსაც დაეუფლა.

ყველაზე სწრაფი გოლი ფინალების ისტორიაში.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი - რიკარდინიო.

ფინალური შეხვედრის საუკეთესო მომენტები 

კომენტარები

ბოლო ამბები