Thumbnail

'როგორც იქნა, ყველა პრობლემა წარსულში დავტოვე' - შენგელია ბასკონიაში ბედნიერია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • Basketinside-ის ინტერვიუ თორნიკე შენგელიასთან
  • ცსკა-ში სავარაუდო ტრანსფერი მხოლოდ ჭორია

27 სექტემბერს თორნიკე შენგელიას ბასკონია ACB ლიგის პირველ ტურში ესტუდანტესს დაუპირისპირდება. სეზონის წინ მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ Basketinside-მა ჩაწერა:

Basketinside: პირველ რიგში, როგორ ხართ - ბოლო დროს თქვენ ბევრი ტრავმა მიიღეთ...

თორნიკე შენგელია: როგორც იქნა, თავს შესანიშნავად ვგრძნობ. შევეცადე ყველა ის პრობლემა, რაც გასულ სეზონში მქონდა, წარსულში დამეტოვებინა. ასეც მოხდა და ახლა მხოლოდ მომავალ სეზონზე ვფიქრობ, რომელიც ჩემთვის ხვალ იწყება.

Basketinside: გასულ სეზონში ევროლიგის ოთხთა ფინალი ვიტორიაში - თქვენი გუნდის სახლში გაიმართა. არ გწყდებათ გული, რომ ბასკონია ოთხთა ფინალში ვერ გავიდა?

თორნიკე შენგელია: ვერ ვუარყოფ, ეს იყო დიდი იმედგაცრუება. მთელი გუნდისთვის თითქმის მთელი დარჩენილი სეზონი ეს იყო მთავარი ნეგატიური ფაქტორი ჩვენთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენ პლეი ოფში უდიდესი გამოცდილების ცსკა-სთან დავმარცხდით, რომელიც ჩემპიონი გახდა. მოდი, აქედან დავიწყოთ და მომავალზე ვიზრუნოთ - ჩვენ შეგვიძლია დიდი მიზნების მიღწევა.

ბასკონია სეზონის წინ

Basketinside: ზაფხულში ბევრი ჭორი გავიგეთ, ზოგი ამბობდა, რომ ცსკა თქვენს ხელში ჩასაგდებად ყველაფერს გააკეთებდა...

თორნიკე შენგელია: ეს ყველაფერი ჭორია. ბასკონიაში თავს ბედნიერად ვგრძნობ და სულაც არ ვნანობ, რომ აქ დავრჩი. 

კომენტარები

ბოლო ამბები