Thumbnail
  • სარეაბილიტაციო პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს
  • გიორგი ჩაკვეტაძე თამაშს სავარაუდოდ ერთ თვეში შეძლებს

გიორგი ჩაკვეტაძის სარეაბილიტაციო პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და სავარაუდოდ, 20 წლის ქართველი მოედანს ერთ თვეში დაუბრუნდება. ბელგიურმა გენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად, ბურთით ვარჯოშობს. ‘ნახეთ, ვინ დაუბრუნდა მოედანს’ - სწორედ ასე დაასათაურეს ბელგიელებმა ნახევარწუთიანი ვიდეო.

გიორგის 21 აპრილის შემდეგ აღარ უთამაშა. ფეხბურთელმა მუხლზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა, ოპერაცია გაიკეთა. მაშინ გამოითქვა ვარაუდი, რომ რეაბილიტაციას, სულ ცოტა, ექვსი თვე დასჭირდებოდა. როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თამაშს დაგეგმილზე ადრე შეძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები