Thumbnail
  • ფილიპე კოუტინიომ ესპანეთში ძალიან ცუდი სახელი დატოვა
  • ‘მარკას’ მკითხველებმა ბრაზილიელი ყველაზე ცუდ ნახევარმცველად დაასახელეს

ფილიპე კოუტინიო ბარსელონაში რომ ვერ გაბედნიერდა, ეს ყველამ იცის. მიუნხენის ბაიერნში გადასვლის შემდეგ ბრაზილიელი თავს გაცილებით უკეთესად გრძნობს, კარგად თამაშობს და ბავარიული გრანდის შეფი კარლ-ჰაინც რუმენიგეც ხშირად აქებს. აი, ესპანელ გულშემატკივრებს კი იგი ოდნავადაც არ ენატრებათ.

‘მარკამ’ ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მკითხველებმა კოუტინიო ყველაზე ცუდ ნახევარმცველად დაასახელეს. ცხადია, რომ ეს ძალიან არაობიექტური შეფასებაა, მაგრამ ფაქტია, ესპანეთში ფანები ასე ფიქრობენ ფეხბურთელზე, რომელშიც ბარსამ თავის დროზე 145 მილიონი ევრო გადაიხადა.

ბაიერნში გადასვლის შემდეგ კოუტინიო ბედნიერია

გამოკითხვაში მხედველობაში მიიღებოდა წინა სეზონის შედეგები. 2018/2019 წლების სეზონში კოუტინიომ ბარსასთვის 54 მატჩში იასპარეზა, 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. მართალია, ეს არ არის ისეთი შედეგი, როგორიც 27 წლის ვარსკვლავს ეკადრება, მაგრამ არც იმდენად ცუდია, რომ კოუტინიო ყველაზე ცუდ ნახევარმცველად დაესახელებინათ. გამოკითხვაში მონაწილეობა 150 000-მა ფანმა მიიღო და 56 პროცენტს ბრაზილიელი სწორედ ასეთად მიაჩნია.

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, ‘მარკა’ რეალთან დაახლოებულ გამოცემადაა მიჩნეული, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ბარსას ფეხბურთელს ამ გაზეთის გამოკითხვის მოგების შანსი თითქმის არ აქვს...

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები