Thumbnail
  • ირლანდია 56:19 იტალია.
  • ირლანდიელებმა იტალია გაანადგურეს.
  • ირლანდია ექვს ერში პირველ ადგილზეა.

ექვსი ერის მეორე ტური ირლანდიისა და იტალიის მატჩით გაიხსნა. ავივა სტედიუმზე შეკრებილმა გულშემატკივარმა მასპინძლებისგან ლამაზი და სანახაობრივი რაგბი იხილა.

ირლანდიელები მე-10 წუთზე დაწინაურდნენ. 24 წლის რობი ჰენშოუმ პირველი ლელო დადო იტალიელთა ჩათვლის მოედანში. ზუსტად 3-წუთში კონორ მარიმ შეძლო ლელოს გატანა. მე-20 წუთზე ბანდი აკიმ ირლანდიელთა ლელოების რაოდენობა სამამდე გაზარდა. პირველი ტაიმის ბოლო ლელო ბანდი აკის ბრწყინვალე გარღვევის შემდეგ კის ერსლიმ დადო. აღსანიშნავია, რომ ჯონ სექსტონმა ოთხივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ირლანდიამ პირველი ტაიმი 28:0 მოიგო.

მეორე ტაიმი ირლანდიის ლელოთი განახლდა. რობი ჰენშოუმ დუბლი შეასრულა, ხოლო ჯონ სექსტონმა ზედიზედ მეხუთე გარდასახვა გაიტანა. 52-ე წუთზე ირლანდიამ კიდევე ერთი ლელო დადო, თავი რორი ბესტმა გამოიჩინა. იტალიამ პირველი ლელოს დადება 55-ე წუთზე მოახერხა, ტომაზო ალანმა ლელოც დადო და გარდასახვაც გაიტანა. შეხვედრის ათწუთიან მონაკვეთში, 59-წუთიდან 69-ე წუთამდე, სამი ლელო დაიდო. 21 წლის ჯეიკობ სტოკდეილმა ორი ლელო დადო, იტალიამ კი მასპინძლებს ედოარდო გორის ლელოთი უპასუხა. შეხვედრის ბოლო ლელო 74-ე წუთზე დაიდო. მატეო მინოზიმ ავივა სტედიუმზე იტალიელთა მესამე ლელო დადო და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 56:19 დააფიქსირა.

ირლანდიას 9 ქულა დაუგროვდა და ექვს ერში პირველ ადგილს იკავებს. ირლანდიელები მომდევნო ტურში უელსს შეხვდებიან, იტალია საფრანგეთს ეწვევა.

კომენტარები

ბოლო ამბები