Thumbnail
  • ზიდანის რეალმა ექსპერიმენტული შემადგენლობით გაიმარჯვა
  • ატლეტიკომ ათი კაცით შეძლო თამაშის მოგება

ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურში მადრიდის რეალმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ოსასუნას უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. 6 ტურის შემდეგ რეალი 14 ქულით პირველ ადგილზეა და მადრიდის ატლეტიკოს ქულით უსწრებს. 

ანგარიში 19 წლის ბრაზილიელმა ვინისიუს ჟუნიორმა გახსნა საჯარიმოს გარედან მაღალ კუთხეში დარტყმით. 72-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა კიდევ ერთმა ბრაზილიელმა გაზარდა - 18 წლის როდრიგო საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა, მცველი ფინტით ჩამოიცილა და "სამეფო კლუბში" თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. სხვათა შორის, კიდევ ერთი ბრაზილიელი - 21 წლის მცველი ედერ მილიტაო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 

რეალი 2:0 ოსასუნა

გოლები: 1:0 ვინისიუსი (36), 2:0 როდრიგო (72)

რეალი (4-3-3): არეოლა - ოდრიოზოლა, მილიტაო, სერხიო რამოსი, ნაჩო - ვალვერდე (82. ხამესი), კაზემირო, კროოსი - ლუკას ვასკესი, იოვიჩი, ვინისიუსი (71. როდრიგო)

სხვა მატჩები

ლეგანესი 1:1 ბილბაო

გოლები: 0:1 რაულ გარსია (59-პენ), 1:1 ოსკარი (61)

მალიორკა 0:2 ატლეტიკო

გოლები: 0:1 დიეგო კოშტა (26), 0:2 ჟოაო ფელიქსი (64)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, სავიჩი, ფელიპე, ლოდი - ფელიქსი (83. მ. ლორენტე), კოკე, თომასი, საულ ნიგესი - დიეგო კოშტა (69. მორატა), ვიტოლო (57. ა. კორეა) 

გაძევება: მორატა (77)

ვალენსია 3:3 ხეტაფე

გოლები: 0:1 მატა (1), 1:1 მაქსი გომესი (30), 2:1 მაქსი გომესი (34), 3:1 ლი (39), 3:2 ჟასონი (66), 3:3 ანხელი (69)

ვალენსია (4-4-2): დომენეკი - კორეია, გაბრიელ პაულისტა, დიაკაბი, ხ. კოსტა - კოკლენი, პარეხო, კონდოგბია (83. ვასი), ლი (73. გედეში) - როდრიგო, გამეირო (10. მაქსი გომესი) 

კომენტარები

ბოლო ამბები