Thumbnail
  • საქართველოს თასზე ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია
  • საგარეჯოს გარეჯი - გუნდი ლიგა 4-დან, რომელიც ნახევარფინალში ითამაშებს

საქართველოს თასზე ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. საბურთალო თბილისის მერანს შეხვდა და მეტოქეს დამატებით დროში გაგი მარგველაშვილის მიერ გატანილი გოლით 1:0 მოუგო.

კიდევ ერთმა თბილისურმა კლუბმა დამატებით დროში მოიგო. ლოკომოტივმა მარტვილის მერანს 2:1 სძლია. რევაზ ინჯგიამ 23-ე წუთზე ლოკომოტივი დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება 97-ე წუთზე მოახერხეს.

ლოკომოტივს 110-ე წუთზე ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა მოაგებინა და გუნდი თასის ნახევარფინალში გაიყვანა.

საგარეჯოს გარეჯმა თბილისი სიტი 2:1 დაამარცხა და პირველი მე-4 ლიგელი კლუბი გახდა, რომელმაც თასის ნახევარფინალში გასვლა მოახერხა.

ქუთაისის ტორპედოც თასის ნახევარფინალშია. ტორპედომ რუსთავთან ძირითად დროში 0:0 ითამაშა, რის შემდეგაც თერთმეტმეტრიანების სერიაში ქუთაისელებმა 4:2 მოიგეს. როინ კვასხვაძემ პენალტების სერიაში თერთმეტმეტრიანი მოიგერია და გაიტანა კიდევაც.

კომენტარები

ბოლო ამბები