Thumbnail

ლიმიტი იჯარის რაოდენობასა და აგენტის შემოსავალზე - ფიფას ინიციატივა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფიფას კომიტეტი ფეხბურთში ორი მნიშვნელოვანი ინიციატივით გამოდის
  • კლუბებს ფეხბურთელების იჯარით აყვანა-გაშვებაზე ლიმიტი დაუწესდებათ
  • შეზღუდული იქნება აგენტების საკომისიოც ფეხბურთელების ტრანსფერებში

ფიფას საფეხბურთო ოპერაციების კომიტეტმა, კლუბებისთვის ფეხბურთელების იჯარის რაოდენობისა და ფეხბურთელების ტრანსფერებში აგენტების საკომისიოს ოდენობაზე შეზღუდვების დაწესებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალური საიტი იუწყება.

ფიფას კომიტეტი გამოდის ინიციატივით, რომ დაწესდეს ლიმიტი, რათა 2020/21 წლების სეზონიდან, სხვადასხვა ჩემპიონატში მოთამაშე კლუბებს ერთ სეზონში იჯარით მაქსიმუმ რვა ფეხბურთელის გაშვება და აყვანა შეეძლოთ. 2022/23 წლების სეზონიდან კი ამ შეზღუდვის ექვს მოთამაშემდე შემცირება იგეგმება. 
 
გარდა ამისა, კომიტეტის რეკომენდაციით, ლიმიტი უნდა დაწესდეს აგენტების საკომისიოებზეც და მის თანახმად, შუამავლების შემოსავლები არ უნდა აღემატებოდეს სატრანსფერო თანხის 10%-სა და ფეხბურთელების ხელფასის 3%-ს. საკომისიოს სახით, 3%-ზე მეტს ვერც ფეხბურთელის მყიდველი კლუბის წარმომადგენლები მიიღებენ.

რეკომენდაციაში ასევე ნათქვამია, რომ ინტერესთა კონფლიქტის თავის ასარიდებლად, შეზღუდული უნდა იყოს ფეხბურთელის წარმომადგენლების რაოდენობაც. 

მოსალოდნელ სიახლეებს, რომლებსაც ფიფას კომიტეტი მხარს უჭერს, ახლა ფიფას საბჭოს სხდომაზე განიხილავენ, რომელიც 24 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები