Thumbnail
  • ყაზანის რუბინმა აპლიკაცია Gradient-ის გამოყენებით აღმოჩენა გააკეთა
  • ხვიჩა ხამეს როდრიგესს მიამსგავსეს, ზურიკო - რობერტ დაუნი უმცროსს  

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველებს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილს საინტერესო ორეულები ჰყავთ. თურმე, ხვიჩა მადრიდის რეალის კოლუმბიელ ნახევარმცველს, ხამეს როდრიგესს ჰგავს, ხოლო ზურიკო - ამერიკელ მსახიობსა და მუსიკოსს, რობერტ დაუნი უმცროსს.

ქართველი ლეგიონერების კლუბმა ყაზანის რუბინმა, აპლიკაცია Gradient-ის გამოყენებით თავისი მოთამაშეების ორეულები მოიძია. 

🧐 ხვიჩა კვარაცხელია და ხამეს როდრიგესი

🧐 ზურიკო დავითაშვილი და რობერტ დაუნი უმცროსი

ხვიჩა და ზურიკო ყაზანის რუბინში გასულ ზაფხულს გადავიდნენ. კვარაცხელიამ გუნდის მაისურით რუსეთის პრემიერლიგის 9 მატჩში ითამაშა და 1 გოლით გამოირჩა. დავითაშვილის ანგარიშზე 8 შეხვედრაა. ორივე მათგანი ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უკვე გამოიძახა და ათამაშა.

ყაზანის გუნდს, რომლის ღირსებას ასევე იცავენ ბექა მიქელთაძე და რუსეთის მოქალაქე ნიკა ყიფიანი, რუსეთის ჩემპიონატში გასული 10 ტურის შემდეგ, 10 ქულა აქვს და მე-10 ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები