Thumbnail

217 სმ სიმაღლის გიგიბერიას NBA-ს ყოფილი ვარსკვლავი ჯერი სტეკჰაუსი გაწვრთნის?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • NCAA-ში კიდევ ერთი ქართველი გააგრძელებს კარიერას
  • საბა გიგიბერიას NCAA-ს ძლიერი კლუბები იწვევდნენ

Southeast Hoops კოლეჯის კალათბურთის ერთ-ერთი ექსპერტის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 17 წლის საბა გიგიბერიამ NCAA-ს კლუბ ვანდერბილტ კომოდორესის წინადადება მიიღო და ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილის ამ უნივერსიტეტის გუნდში ითამაშებს. 

217 სმ სიმაღლის ქართველ ცენტრს ბევრი ცნობილი კლუბის მიწვევა ჰქონდა. ამათში ერთ-ერთი ილინოისია, სადაც გიორგი ბეჟანიშვილი თამაშობს. ასევე დაინტერესებული იყვნენ ჯორჯია ტექ-ი, TCU (ტეხასი), USC (სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი) და UNLV (ლას ვეგასი).

247Sports-ის რეიტინგის მიხედვით, 2020 წლის კლასის მოთამაშეთა შორის გიგიბერია სრულიად ამერიკაში 123-ეა. ვანდერბილტის უნივერსიტეტის გუნდს ჯერი სტეკჰაუსი წვრთნის, რომელმაც NBA-ში 18 სეზონი გაატარა (2-ჯერ იყო ყველა ვარსკვლავის მატჩში). 44 წლის სტეკჰაუსი 2015 წლიდან მწვრთნელობს, ტორონტოში ის ასისტენტი იყო, გასულ სეზონში კი მემფისში იყო ასისტენტი. ახალი სეზონიდან ის სწორედ ვანდერბილტს გაწვრთნის. 

შეგახსენებთ, რომ საბა გიგიბერია საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრების წევრია. ახლახან ევრობასკეტზე ის გუნდის შემადგენლობაში იყო, თუმცა მალევე ტრავმა მიიღო და ტურნირის უდიდესი ნაწილი გამოტოვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები