Thumbnail

მისი IQ 20 წლის ბიჭისთვის მეტისმეტად მაღალია - გუნდელები და მწვრთნელი ბითაძეზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ClutchPoints-ის კომენტარები გოგა ბითაძეზე
  • რას ამბობს ინდიანას მწვრთნელი ნეიტ მაკმილანი ქართველ ახალბედაზე

ინდიანა პეისერსმა წინასასეზონო მზადება დაიწყო. 20 წლის ახალბედა გოგა ბითაძემ, რომელიც კლუბმა NBA-ს დრაფტის მე-18 ნომრად აირჩია, უკვე გაიცნო თანაგუნდელები და ვარჯიშზე თავის გამოჩენაც მოასწრო

ClutchPoints-თან ინტერვიუში გოგას შესახებ ინდიანა პეისერსის მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა და კალათბურთელებმა გოგას შესახებ ისაუბრეს:

გოგა ბითაძე NBA2K20-ში

ნეიტ მაკმილანი (ინდიანას მწვრთნელი): "მისი IQ მეტისმეტად მაღალია 20 წლის ბიჭისთვის. მას კარგად შეუძლია სროლა, პასის გაკეთება. ყველაფერს აკეთებს, მათ შორის ბლოკშოტებს. მან ბევრი კარგი თვისება გამოავლინა, მას მერე, რაც აგვისტოში ამერიკაში დაბრუნდა". 

ტი ჯეი უორენი (ინდიანა): "გოგა ძალიან მომწონს. კარგად იყებებს ხელებს, რეალურად ათლეტურია და თამაშის შეგრძნება აქვს განვითარებული. ფუნდამენტულად მზად არის ბრძოლისთვის".

მალკომ ბროგდონი (ინდიანა): "ის ნიჭიერია, ახალბედებს ბევრი რამის სწავლება მართებთ. გოგას რაც შეეხება, მას აქვს ისეთი თვისებები, რომლის სწავლაც შეუძლებელია". 

გოგა ვარჯიშზე პეისერსის ლეგენდების მაისურების ფონზე

ინდიანა პეისერსი ოქტომბრის დასაწყისში ინდოეთში გაემგზავრება, სადაც ოფიციალურად გაიხსნება პეისერსის წინასასეზონო კემპი - 4და 5 ოქტომბერს ინდიანა მუმბაიში საკრამენტო კინგსს ეთამაშება. 

სწორედ საკრამენტოსთან შედგება ქართველი კალათბურთელის დებიუტი ინდიანა პეისერსის რიგებში. შეგახსენებთ, რომ გოგამ საზაფხულო ლიგაზე ვერ ითამაშა, რადგან სამუშაო ვიზის საკითხის მოგვარება დროში გაიწელა.

ამერიკაში დაბრუნებული პეისერსი 11 ოქტომბერს ჩიკაგო ბულსს შეხვდება, ხოლო 15 ოქტომბერს - მინესოტას. 

სეზონის პირველ მატჩში გოგა ბითაძის გუნდი 23 ოქტომბერს დეტროიტ პისტონსს შეხვდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები