Thumbnail
  • ქართველმა ძიუდოისტმა წარმატებას კადეტთა პირველობაზე მიაღწია
  • ხვალ ყაზახურ ტატამზე კიდევ ორ ქართველს ვიხილავთ

ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი ნიკა ბაჩიაშვილი ყაზახეთის ქალაქ ალმათიში დაწყებულ კადეტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ბაჩიაშვილმა გადამწყვეტი ორთაბრძოლა რუმინელ ალექსანდრუ მატეისთან ჩაატარა და ორთაბრძოლის დასრულებამდე ათიოდ წამით ადრე იპონზე დასცა.

შეგახსენებთ, რომ ნიკამ უმსუბუქეს 50 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველი წრე გამოტოვა, მეორეში ფრანგი ლუი პესტელარი დააიპონა, მეოთხედფინალში კი უკრაინელ მიკიტა ჰოლობოროდკოსთან ვაზარით დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს პირველობაზე 12-კაციანი შემადგენლობით არის ჩასული, რომელთაგან ორს საქმეში ხვალ ვიხილავთ. 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში დავით ბახბახაშვილი იასპარეზებს, 66-ში კი – დათო დვალიშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები