Thumbnail
  • მერსედესის შეფი ფერარიში დაძაბულ მდგომარეობას გამოეხმაურა
  • ტოტო ვოლფს ლეკლერისა და ფეტელის მტრობის საწინააღმდეგო არაფერი აქვს

სეზონის საშინელი პირველი ნახევრის შემდეგ, ფერარის, როგორც იქნა, საქმეები კარგად მისდის - ზაფხულის პაუზის შემდეგ, სამივე რბოლა იტალიელებმა მოიგეს! ზედიზედ ორჯერ შარლ ლეკლერმა გაიმარჯვა, გასულ უიქენდზე კი, სინგაპურის გრანპრი სებასტიან ფეტელმა მოიგო.

თუმცა სკუდერიაში ყველაფერი იდეალურად მაინც არ არის, რადგან 32 წლის ფეტელსა და 21 წლის ლეკლერს შორის დიდი ბრძოლა და, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, მტრობაა - ისინი გუნდში პირველი ნომრის სტატუსისთვის იბრძვიან და ერთმანეთს აშკარად ვერ იტანენ. ლეკლერმა სინგაპურში რბოლის დროსაც იწუწუნა რაციაში “ცუდ სტრატეგიაზე”.

სინგაპურში ლეკლერი ფეტელის გამარჯვებით უკმაყოფილო იყო

ლიდერი მერსედესის შეფმა ტოტო ვოლფმა კარგად იცის, რას ნიშნავს, როდესაც გუნდის წევრები ერთმანეთს ებრძვიან. 2013-დან 2016 წლამდე მერსედესშიც ასეთი სიტუაცია იყო - მაშინ ერთმანეთს პირველობისთვის ლუის ჰემილტონი და ნიკო როსბერგი ებრძოდნენ - ერთ დროს კარტინგის მეგობრები, ერთმანეთის მტრებად გადაიქცნენ, რაც რბოლების დროსაც არაერთხელ დამტკიცდა.

ლუის ჰემილტონი, ტოტო ვოლფი და ნიკო როსბერგი

რამდენად ფეთქებადია ვითარება ფერარიში? მერსედესის შეფი ‘ბილდის’ ამ კითხვაზე ასე პასუხობს: “სიტუაციის ესკალაციის პოტენციალი მართლაც დიდია. ჩვენ ეს ერთხელ უკვე გამოვცადეთ, როცა როსბერგი და ჰემილტონი პირველობისთვის იბრძოდნენ. თუმცა მე არაფერი მაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ ფერარის პილოტებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბოს. ამ ბრძოლაში ისინი ერთმანეთს ქულებს აართმევენ.” - უთხრა ვოლფმა ‘ბილდს’.

კომენტარები

ბოლო ამბები