Thumbnail

The Last of us 2-ის მთავარი გმირი ელი იქნება!

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • The last of us 2-ის გამოსვლის თარიღი ცნობილია!
  • თამაშის მთავარი გმირი ელი იქნება!

Sony-მ როგორც იქნა The Last of us 2-ის დეტალები გამოაშკარავა. გეიმფლეის პირველი კადრები შარშან ვნახეთ, თუმცა, დღევანდელ პრეზენტაციაზე თამაშის გამოშვების თარიღი: 2020 წლის 21 თებერვალი გაგვიმხილეს და ახალი თრეილერიც გვაჩვენეს.

პირველი The Last of us PS3-ზე 2013 წელს გამოვიდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა საოცრად ემოციური სიუჟეტის გამო, რომელიც საშინელ პოსტ-აპოკალიფტურ სამყაროში ვითარდება. თამაშის პროტაგონისტი ჯოელი იყო, რომელიც პატარა გოგონას, ელის ასწავლიდა ამ ახალ სამყაროში გადარჩენას.

The Last of us 2-ის მთავარი გმირი უკვე ელი იქნება. თამაშის შემოქმედებითი ხელმძღვანელის, ნილ დრაქმენის მიხედვით, ახალი თამაში კიდევ უფრო მეტ გამოცანას გვპირდება. დეველოპერების განცხადებით, მთავარი კითხვა, რომელსაც მოთამაშემ უნდა გასცეს პასუხი იქნება ''რას გააკეთებდი შურის საძიებლად?'' 

''მაშინ, როდესაც საზოგადოება დაშლილია, რას გააკეთებდი შურისძიებისთვის? რამდენად შეგცვლიდა ეს? დაკარგავდი თუ არა ადამიანურობას? გასწირავდი თუ არა ახლობელ ადამიანებს? სწორედ ამ კითხვებზე უნდა გასცეს მოთამაშემ პასუხი.'' 

The Last of Us-ის გარდა, წელს, ექსკლუზიურად PS4-ზე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაში, ჰიდეო კოჯიმას Death Standing გამოდის, რომელიც გაყიდვაში 8 ნოემბერს ჩაეშვება. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები