Thumbnail

ლივერპულს ალისონი უბრუნდება - ბრაზილიელი თითქმის მზადაა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლივერპულს მთავარი მეკარე სეზონის დასაწყისშივე დაუშავდა
  • 26 წლის ბრაზილიელმა ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა  

ლივერპულს მთავარი მეკარე ალისონ ბეკერი სეზონის დასაწყისშივე გამოაკლდა. 26 წლის ბრაზილიელმა გოლკიპერმა ტრავმა პრემიერლიგის სასტარტო მატჩში, ნორვიჩთან (4:1) მიიღო და მას შემდეგ მოედანზე დაბრუნებას ვერ ახერხებს. 

ბრაზილიელმა ტრავმა სეზონის სტარტზე მიიღო

როგორც ირკვევა, ალისონი უკვე მწყობრშია და იურგენ კლოპის გუნდისთვის დახმარებას უახლოეს მომავალში შეძლებს.

"საქმე უკეთესობისკენ მიდის და ვფიქრობ, რომ თითქმის მზად ვარ. შემიძლია მოედანზე გასვლა და ვარჯიშში მონაწილეობა, თავს კარგად ვგრძობ. მოძლიერება მჭირდება, სხვა მხრივ კი საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ.

არადა, ორი კვირის წინ გამართულად სიარულიც მიჭირდა, ახლა კი დავრბივარ, ვხტები მარჯვენა ფეხით, რომელიც დაზიანებული მქონდა და ეს ძალიან მახარებს.

როდესაც გუნდის თამაშებს გვერდიდან ვიყურებ, მოედანზე დაბრუნების სურვილი მეუფლება. მსურს, დავეხმარო გუნდს და ერთი სული მაქვს, როდის გავალ ისევ მოედანზე", - აქვეყნებს ალისონის სიტყვებს ლივერპულის პრესსამსახური. 

ახლახან ფიფამ ალისონ ბეკერი წლის საუკეთესო მეკარედ დაასახელა

იურგენ კლოპის გუნდს ალისონის არყოფნა შედეგებზე დიდად არ ეტყობა. კარში ესპანელი მეკარე ადრიანი დგას, რომელმაც ჩემპიონატის 6 მატჩში 5 გოლი გაუშვა, გუნდს კი ყველა მოგება, 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მეკარე ალისონ ბეკერი ლივერპულის ღირსებას 2018 წლიდან იცავს, სადაც რომადან გადავიდა. ალისონი მერსისაიდელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და უეფას სუპერთასის მფლობელი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები