Thumbnail

იუვენტუსმა ბრეშა დაამარცხა - პიანიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბრეშა 1:2 იუვენტუსი
  • ტურინელები წაუგებელ სვლას აგრძელებენ

ტურინის იუვენტუსი სერია A-ს მე-5 ტურში ''მარიო რიგამონტიზე'' ჩავიდა და ბრეშას 2:1 მოუგო. ეუჯენიო კორინის გუნდმა ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა. ალფრედო დონარუმამ სეზონში მე-4 გოლი გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა. ტურინელები კრიშტიანო რონალდოს გარეშე თამაშობდნენ და მატჩის მოგებაც გაუჭირდათ.

მაურიციო სარის გუნდმა ანგარიში კანსელორის ავტოგოლით გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების გოლი მირალემ პიანიჩის ანგარიშზეა. ბოსნიელმა იუვენტუსი 63-ე წუთზე წინ გაიყვანა და სეზონში მე-3 გამარჯვება მოუტანა.

იუვენტუსს 5 ტურში 13 ქულა აქვს. ტურინული გრანდი მომდევნო ტურში სპალ-ის წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო ბრეშა ნაპოლის ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები