Thumbnail
  • ბარსელონა 2:1 ვილიარეალი
  • კატალონიელებმა მატჩის ბედი პირველ 15 წუთში გადაწყვიტეს

ბარსელონამ ლა ლიგის მე-6 ტურში ვილიარეალს უმასპინძლა და 2:1 მოიგო. კატალონიელებმა მატჩის ბედი პირველ 15 წუთში გადაწყვიტეს. ანგარიში შეხვედრის მე-6 წუთზე გრიზმანმა გახსნა, რომელმაც მესის გადაცემით სეზონში მე-3 გოლი გაიტანა.

მეორე გოლი ფანტასტიკური გამოვიდა - არტურმა შესანიშნავად დაარტყა და სერხიო ასენხოს შანსი არ დაუტოვა, რითიც ბარსელონას 2-ბურთიანი უპირატესობა მოუპოვა. ბრაზილიელმა 3 მატჩში მეორედ შეძლო თავის გამოჩენა. მატჩის საბოლოო ანგარიში სანტი კასორლამ ულამაზესი დარტყმით დააფიქსირა და ბარსელონამ 2:1 მოიგო.

კატალონიელებმა სეზონში მე-3 გამარჯვება მოიპოვეს. ბარსელონას ჯერჯერობით სტუმრად თამაში არ მოუგია. ვალვერდეს გუნდს 10 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. ლიონელ მესიმ ტრავმა მოიშუშა და ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში პირველად დაიწყო თამაში. სამწუხაროდ, არგენტინელმა ტრავმა მიიღო და მეორე ტაიმში მოედანზე აღარ შემოსულა.

კომენტარები

ბოლო ამბები