Thumbnail
  • პოლ პოგბას კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს
  • ფრანგს აქტიურად აკავშირებენ მადრიდის რეალთან 
  • იუნაიტედში სულშერის იმედი აქვთ

მანჩესტერ იუნაიტედმა პოლ პოგბასთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები განაახლა. ამ დროისთვის არსებული ხელშეკრულების თანახმად, ფრანგს ‘ოლდ ტრაფორდზე’ დარჩენა კიდევ ორი წლით მოუწევს. 26 წლის ფეხბურთელი უკმაყოფილოა კლუბში არსებული სიტუაციით და ხელფასის რაოდენობით. პოგბა ანაზღაურების სახით კვირაში 144 000 ფუნტს იღებს. 

‘წითელი ეშმაკების’ მთავარ მწვრვრთნელ ოლე გუნარ სულშერს მოედნის ცენტრში თამაშის აწყობა პოლის გარშემო სურს და ცხადია, მისი კლუბში დარჩენა უნდა. Times-ის ინფორმაციით, მანჩესტერულმა კლუბმა პოგბას აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო. მათ სურთ, მსოფლიოს ჩემპიონმა უფრო გრძელვადიან და მაღალანაზღაურებადიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი.

პოგბამ პრემიერლიგის საწყისი ტურის შემდეგ განაცხადა, რომ მას ზაფხულში კლუბიდან წასვლა ნამდვილად სურდა და მისი მომავალი ჯერაც გაურკვეველია. გასული სატრანსფერო ფანჯრისას ფრანგმა თქვა, რომ მას ახალი გამოწვევები სურდა. იგი მზად იყო მადრიდის რეალში წასასვლელად. მისით აქტიურად ინტერესდებოდა თანამემამულე ზინედინ ზიდანი. გარდა 'სამეფო კლუბისა', ნახევარმცველის ხილვა თავიანთ გუნდებში სურდათ ბარსელონას და იუვენტუსს. მიუხედავად ამდენი კლუბის ინტერესისა, იუნაიტედში სჯერათ, რომ სულშერი შეძლებს პოგბას დარწმუნებას და მას გუნდში დატოვებს.

პოლს ამჟამად ტერფის ტრავმა აქვს და მოედანზე გუნდს ვერ ეხმარება. იგი ინგლისურ კლუბს ტურინის იუვენტუსიდან 2016 წელს შეუერთდა, ამ დროის განმავლობაში ფრანგმა 139 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლო ამბები