Thumbnail

მელვუდი ენფილდის ნაცვლად - ლივერპული ბაზას ასე გამოემშვიდობა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • უკანასკნელი ვარჯიში და ფოტოსესია 'მელვუდზე'
  • ჩემპიონთა ლიგის მფლობელი "კირკბის" აკადემიის ბაზაზე გადავიდა

დღეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ლივერპულმა 2019/20 წლების ოფიციალური ფოტო გადაიღო, რომელზეც გუნდის გერმანელი თავკაცი იურგენ კლოპი, ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები არიან. ფოტოზეა ლივერპულის მიერ მოპოვებული ორივე ტროფეი - ჩემპიონთა თასი და უეფას სუპერთასი.

უცნაური მხოლოდ ერთია - ლივერპული ოფიციალურ ფოტოს ტრადიციულად ენფილდზე იღებს, თუმცა ამ შემთხვევაში გუნდური ფოტო ინგლისურმა გრანდმა "მელვუდის" ბაზაზე სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს გადაიღო. 

მიზეზი ცნობილია - "მელვუდის" ბაზა, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურებოდა ლივერპულს 2019 წლის აგვისტოში დაიხურა და გუნდი "კირკბის" სავარჯიშო ბაზაზე გადავიდა. ამ ფოტოთი კლუბი ბაზას დაემშვიდობა, რომელიც დეველოპერულმა კომპანია "ტორუსმა" შეიძინა და ბაზის ტერიტორიაზე ძვირადღირებულ კორპუსებს ააშენებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები