Thumbnail

სამწუხარო ამბავი სლოვენიიდან: ევროპალიგის 2021 წლის ფინალურ შეხვედრას თბილისი არ უმასპინძლებს! 

შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, 24 სექტემბერს, ლუბლიანაში გამართულ უეფას აღმასკომის სხდომაზე მიიღეს, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი იმყოფებოდნენ. ინფორმაცია პირველად პოპულარულმა ესპანურმა გამოცემამ, 'მარკამ' გაავრცელა, რამდენიმე წუთში კი უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

თბილისს მეტოქეობას სევილია უწევდა - ესპანელებს ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის 2021 წლის გადამწყვეტი შეხვედრის მასპინძლობა არენა "სანჩეს პისხუანზე" სურდათ. თავდაპირველად კანდიდატებს შორის ვენა და მისი არენა "ერნსტ ჰაპელიც" იყო, მაგრამ მოგვიანებით ავსტრიელები ბრძოლას ჩამოშორდნენ.

უეფას აღმასკომის გადაწყვეტილებით, 2021 წელს ევროპალიგის ფინალი სწორედ სევილიაში, “სანჩეს პისხუანზე” გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ყველაზე მაღალი  რანგის საფეხბურთო მატჩი, რომელიც საქართველოში აქამდე ჩატარებულა, 2015 წლის უეფას სუპერთასის შეხვედრა იყო. მაშინ "დინამო არენაზე" ბარსელონამ სევილია ანგარიშით 5:4 დაამარცხა.

2021 წელს ევროპალიგის ფინალი სევილიაში, “სანჩეს პისხუანზე” გაიმართება

ლუბლიანაში გამართულ, უეფას აღმასკომის სხდომის დღის წესრიგში ასევე იყო ჩემპიონთა ლიგის 2021, 2022 და 2023 წლების ფინალების, უეფას 2021 წლის სუპერთასის მასპინძლების შერჩევა. ასევე: ევრო 2020-ის ფინალური სტადიის წილისყრისა და პლეი ოფის მატჩების რეგლამენტის დამტკიცება, ფუტსალის ევრო 2022-ის ფინალური სტადიისა და 2021 და 2022 წლების ასაკობრივი ტურნირების ფინალური სტადიების მასპინძელთა დადგენა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2021 წელს სანკტ პეტერბურგში გაიმართება, 2022 წელს მიუნხენში, ხოლო 2023 წელს კი - ლონდონში (უემბლიზე). უეფას 2021 წლის სუპერთასს ბელფასტი უმასპინძლებს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები