Thumbnail
  • WADA ეჭვობს, რომ მოსკოვის ლაბორატორიამ მონაცემები გააყალბა
  • რუსეთს ახსნა-განმარტებისთვის სამკვირიანი ვადა მისცეს
  • მაღალია ალბათობა, ჩვენი მეზობელი მკაცრად დაისაჯოს

რუსეთი საერთაშორისო დოპინგ-სკანდალის ეპიცენტრში კვლავ აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც ანტისადოპინგო საერთაშორისო სააგენტომ (WADA) მოსკოვის დოპინგ-სინჯების ლაბორატორიის მონაცემთა ბაზაში შეუსაბამო მონაცემებს მიაგნო, გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შესაძლოა მოიკვეთოს როგორც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებიდან, ისე - ყატარში 2022 წელს გასამართ ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატიდან.

ამის შესახებ ВВС იუწყება. როგორც ირკვევა, WADA-მ რუსეთს სამკვირიანი ვადა მისცა საიმისოდ, რათა გამოვლენილ დარღვევებზე ახსნა-განმარტება მოამზადოს და წარმოადგინოს.
 
"არსებობს დამადასტურებელი ფაქტები იმისა, რომ მონაცემები განადგურებული იყო, - განაცხადა WADA-ს ნორმატიული მოთხოვნების კომისიის თავჯდომარემ ჯონათან ტეილორმა. - ჩვენ უნდა გავიგოთ რუსეთის ხელისუფლების მოქმედებების ლოგიკა და როგორ ახსნას მოუძებნიან ამას".

პიონჩანის 2018 წლის ზამთრის თამაშებში რუს სპორტსმენებს ქვეყნის სახელით გამოსვლის უფლება არ ჰქონდათ

სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც WADA-მ მოსკოვის დიპინგ-სინჯების ლაბორატორიის ბაზაში შეუასაბამო მონაცემები გამოავლინა. ეჭვობენ, რომ არსებობს შანსი, რომ ამის გამო რუსეთის ანტისადოპინგო ორგანიაციას (რუსადა) ყველა უფლება ჩამოართვან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ჩამოშორდება ყველა საერთაშორისო შეჯიბრებას, რომელიც WADA-ს კოდექსით ტარდება - მათ შორისაა ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი და ოლიმპიური თამაშები.

2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქში 24 ივლისს დაიწყება და 9 აგვისტოს დასრულდება. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელსაც ყატარი უმასპინძლებს, 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება. მუნდიალში მსოფლიოს 32 საუკეთესო ეროვნული გუნდი ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები