Thumbnail
  • ავთანდილ ასათიანის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მეინ-რაუნდისთვის ემზადება
  • საქართველოს ნაკრები მორიგ ამხანაგურ შეხვედრას უკრაინასთან გამართავს

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინის ქალაქ ივანო-ფრანკოვსკში პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ავთანდილ ასათანის გუნდი რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 3:6 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გოლები თალესმა, რონინიომ და ფუმასამ გაიტანეს.

რუმინეთი 6:3 საქართველო

გოლები: თალესი (2), რონინიო (22), ფუმასა (24).

საქართველო: კუპატაძე, თოფურია, ჯვარაშვილი, კურტანიძე, თოდუა.

სათადარიგო შემადგენლობა: ჯამბურია, ბუკია, კეკელია, თევზაძე, მაისაია, ჭუმბურიძე, სებისკვერაძე, რონინიო, ფუმასა, თალესი.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მეორე შეხვედრას 24 სექტემბერს მასპინძელი უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

უკრაინაში დაგეგმილი ამხანაგური მატჩები, ავთანდილ ასათიანის გუნდისთვის 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ-რაუნდის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. საქართველოს ნაკრები 24-27 ოქტომბერს პოლონეთში იასპარეზებს, მეტოქეები კი პოლონეთის, ესპანეთისა და ფინეთის ნაკრებები იქნებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები