Thumbnail

რონალდომ მესი სამეულშიც კი არ შეიყვანა, ლეომ კრიშტიანო მე-2 ადგილზე დაასახელა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფიფას გამოკითხვაში მესიმ რონალდო მე-2 ადგილზე დაასახელა
  • პორტუგალიელმა არგენტინელი სამეულში საერთოდ არ შეიყვანა
  • ლეოს და კრიშტიანოს საუკეთესო სამეულები

ფიფას ყოველწლიურ გამოკითხვაში წელს ლიონელ მესიმ გაიმარჯვა. არგენტინელმა ეს ჯილდო მეექვსედ მოიგო და გადაასწრო კრიშტიანო რონალდოს, რომელსაც ეს წოდება 5-ჯერ აქვს მიღებული. დაჯილდოების შემდეგ ფიფამ გამოკითხვის დეტალური შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ ვის მისცეს ხმები ეროვნული ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა - მათ შორის, მესიმ და რონალდომ.

📌 არგენტინის ნაკრების კაპიტანმა მესიმ პირველ ადგილზე სადიო მანე (ლივერპული) დაასახელა, მეორე ადგილზე კრიშტიანო რონალდო გაიყვანა, მესამეზე კი - ფრენკი დე იონგი (ბარსელონა).

📌 რონალდოს საუკეთესო სამეულში კი მესის ადგილი არ მოიძებნა: CR7-მა პირველ ადგილზე მატეის დე ლიხტი (იუვენტუსი) დაასახელა, მეორეზე - ფრენკი დე იონგი, ხოლო მესამეზე კი - კილიან მბაპე (პსჟ).

შეგახსენებთ, რომ გამოკითხვა მესიმ 46 ქულით მოიგო. მეორე ადგილზე ვირჯილ ვან დაიკი გავიდა (38), მესამეზე კი - კრიშტიანო რონალდო (36).

კომენტარები

ბოლო ამბები