Thumbnail

შეწყალების საქმე - ადვოკატი სპორტული ფედერაციების რეკომენდაციას უარყოფს

  • რამაზ დევაძის ადვოკატი გავრცელებულ კომენტარს გამოეხმაურა
  • დავით ჯაფარიძე შეწყალების საქმეში სპორტული ფედერაციების მონაწილეობას უარყოფს

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულისთვის რამდენიმე პატიმრის შეწყალებამ დიდი ხმაური გამოიწვია. მათ შორის იყო ბათუმში პოლიციელის მკვლელობისთვის ბრალდებული რამაზ დევაძის შეწყალების საკითხიც.

"ნიუპოსტმა" და რუსთავი 2-ის ვებ-გვერდმა გაავრცელეს დევაძის ადვოკატის, დავით ჯაფარიძის კომენტარი, სადაც ნათქვამია, რომ შეწყალების რეკომენდატორთა შორის იყო რამდენიმე სპორტული ფედერაცია (კრივის, ჭიდაობის...) და ცნობილი ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი. ადვოკატი დავით ჯაფარიძე ასეთი კომენტარის მიცემას უარყოფს და ხსენებულ გამოცემებს საზოგადოების სიცრუეში შეყვანაში ადანაშაულებს.

"ნიუპოსტმა და "რუსთავი 2-მა" მიზანმიმართულად გაავრცელეს ცრუ ინფორმაციები. ნიუპოსტისთვის არასოდეს ინტერვიუ არ მიმიცია. ხოლო რუსთავი 2-მა კი ჩემი ინტერვიუ განზრახ დაამახინჯა. კერძოდ: 1) ცილი დამწამეს, თითქოსდა მე ვთქვი, რომ ჭიდაობის და კრივის ფედერაციებმა მიმართეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. როდესაც ,,რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა ლაშა ველიაძემ ვერ მიიღო სასურველი პასუხი თავის შეკვეთილ კითხვაზე - გიგი გეგეშიძეს თუ გადაეცით მასალები და დაუწერეთ განცხადება? დამისვა ზოგადი კითხვები. რა დროსაც მე ვუთხარი, რომ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში რამაზ დევაძის შეწაყალების განცხადებით თავადაც მივმართე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. და მასალებს ვატანდი მოჭიდავეებსაც, მაგრამ მათი ვინაობა არ მახსოვს. და ეს იყო სამი წლის უკან; რაც შეეხება კრივის ფედერაციას, იგი საერთოდ არ მიხსენებია. ასევე არ ვიცი, ვინ არიან ჭიდაობის და კრივის ფედერაციების ხელმძღვანელები. სასამართლოში მომიწევს სარჩელების შეტანა. ასევე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაშიც." - წერს ჯაფარიძე ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში.

 

კომენტარები

ბოლო ამბები