Thumbnail
  • მწვრთნელმა და კაპიტანმა ბორჯღალოსნებთან თამაში შეაფასეს
  • უელსელები მე-2 ტაიმში თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ

უელსის სარაგბო ნაკრების მთავარი მწვრთნელი უორენ გეთლენდი და კაპიტანი ალინ ვინ ჯოუნზი საქართველოსთან გამარჯვებას გამოეხმაურნენ. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის სასტარტო შეხვედრაში “წითელმა დრაკონებმა” დამაჯერებლად – 43:14 მოიგეს. თამაშის ბედი მეტწილად პირველ ტაიმში გადაწყდა, რომელიც უელსელებმა 29:0 მოიგეს. როგორც მოსალოდნელი იყო, მწვრთნელმა და კაპიტანმა ამ ფაქტორზე ყურადღება გაამახვილეს.

ვორენ გეთლენდი: “ვფიქრობ, პირველ ტაიმში ძალიან დამაჯერებლები ვიყავით. საქართველოს ნაკრებმა სივრცეები დაგვიტოვა და ეს, კარგად გამოვიყენეთ. ბიჭებმა დაკისრებულ მოვალეობებს თავი ჩინებულად გაართვეს. აი, მეორეში კი ცოტა ავირიეთ. ცვლილებების მერე გარკვეულწილად თანაბარი თამაში იყო. ვერ ვიტყვი, რომ შესვენების შემდეგ რაიმე დავმალეთ, თუმცა, მომატება რომ შეგვიძლია, ფაქტია”.

ალინ ვინ ჯოუნზი: “თამაშმა ორმაგი გრძნობა დამიტოვა. პირველ ტაიმში ჩინებულად გავისარჯეთ და შედეგიც შესაბამისი იყო, მეოტრეში კი თითქოს მოვეშვით, რაც ამ დონეზე დაუშვებელია. ვფიქრობ, ისევე რომ გაგვეგრძელებინა, როგორც დავიწყეთ, მეტ ლელოს დავდებდით. სავსე სტადიონის ხილვა დიდებული გახლდათ. მადლობა, უელსელ, ქართველ და იაპონელ ქომაგებს, რომელთაც ტრიბუნები შეავსეს”.

კომენტარები

ბოლო ამბები