Thumbnail
  • უოტფორდის მეკარეს ეშინოდა, რომ მატჩი ორნიშნა ანგარიშით მორჩებოდა
  • ჟერარ დეულოფეუს ძირითადი საქმე თამაშის ცენტრიდან დაწყება იყო

გაბრაზებულ სიტისთან თამაში სახარბიელო რომ არ არის, ეს ამბავი პრემიერლიგაში დიდი ხანია ცნობილია. ნორვიჩთან მარცხის შემდეგ სიტი უოტფორდს გაუსწორდა (8:0).

თამაშის შემდეგ უოტფორდის მეკარე ბენ ფოსტერმა აღნიშნა, რომ სიტის უპირატესობა იმდენად მასშტაბური იყო, რომ შესვენაბაზე 0:5-ზეც კი კმაყოფილი იყო.

"როცა მეოცე წუთისთვის 0:5 იყო, ვფიქრობდი, რომ ორნიშნა ანგარიშით წავაგებდით. ძალიან გამიხარდა, როდესაც შესვენებისთვის ეს ანგარიში შენარჩუნდა."

ბენ ფოსტერი შიშობდა, რომ მისი გუნდი ორნიშნა ანგარიშით წააგებდა

კიდევ ერთი სტატისტიკური დეტალი, რომელიც სიტის უპირატესობას გამოხატავს. უოტფორდის ფორვარდმა ჟერარ დეულოფეუმ 14-დან 13 ზუსტი პასი გააკეთა. უოტფორდის ფორვარდის სიზუსტის საიდუმლო ის არის, რომ დეულოფეუმ 8 პასი ცენტრიდან ბურთის გათამაშების შემდეგ შეასრულა - 7 პასით სიტის გოლების შემდეგ განაახლა თამაში, ერთით კი მეორე ტაიმი დაიწყო.

კომენტარები

ბოლო ამბები