Thumbnail

ნეიმარს ისევ გააქვს! პსჟ პირველ ადგილს დაუბრუნდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ლიონი 0:1 პსჟ
  • 0:1 - ნეიმარი (87)

პარი სენ ჟერმენმა ლიგა ერთის მეექვსე ტურის მატჩი გასვლაზე, ლიონის წინააღმდეგ ჩაატარა და შეხვედრა პრინციპულ მეტოქესთან მინიმალური სხვაობით - 1:0 მოიგო.

მატჩში ერთადერთი გოლი ნეიმარმა გაიტანა, რომელმაც საჯარიმოში ერთი მოძრაობით მცველები ჩამოიტოვა და შემდეგ შორეულ მარჯვენა კუთხეში დარტყმული დაბალი ბურთით მეტოქის კარი აიღო.

ეს წელს ნეიმარისთვის პსჟ-ში გატანილი უკვე მეორე გოლია, (2 მატჩი, 2 გოლი), არადა სპეციალისტები სატრანფერო სპეკულაციების შემდეგ მის დაბრუნებას დიდი სკეპტიციზმით უყურებდნენ...

პსჟ 6 ტურის შემდეგ, ჩემპიონაში 15 ქულით პირველ ადგილს იკავებს. ტუხელის გუნდი შემდეგ შეხვედრას სახლში რეიმსის წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები