Thumbnail
  • ქართველმა კალათბურთელმა ბოლო საკონტროლო მატჩი ჩაატარა
  • გრან კანარია სეზონს სარაგოსასთან თამაშით გახსნის

ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ მოახლოებული სეზონისთვის მზადების ციკლში დასკვნითი მოსამზადებელი მატჩი ჩაატარა და გიორგი შერმადინის ყოფილ კლუბ უნიკახას 75:72 სძლია.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 18:58 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და 1 შეცდომა დაუშვა.

გრან კანარიას რიგებში საუკეთესო ხავიერ ბეირანი იყო, რომელიც მცირე ხნის წინ, ესპანეთის ნაკრების მაისურით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან 11 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

ბურჯანაძის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის სასტარტო მატჩს 26 სექტემბერს ჩაატარებს, როდესაც შერმადინის კიდევ ერთ ყოფილ კლუბ სარაგოსას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები