Thumbnail

თუშიშვილმა ფინალში მასპინძელი დაამარცხა და ტაშკენტის გრანპრი მოიგო!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მძიმე წონაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა მთელი ტურნირი უშეცდომოთ იარა
  • ტაშკენტის გრანპრიზე ლაშა ბექაურმაც იასპარეზა, თუმცა მედალი ვერ მოიპოვა

ტაშკენტის გრანპრი ძიუდოში წარმატებული გამოდგა გურამ თუშიშვილისთვის. მძიმე წონაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა უშეცდომოთ იარა მთელი ტურნირი და ოქროს მედალი მოიპოვა! ფინალში გურამი მასპინძელ ბეკმუროდ ოლტიბოევს დაუპირისპირდა, დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

ქართველ ძიუდოისტთა ქომაგებს შორის შოთა და არჩილ არველაძეებიც იყვნენ

თუშიშვილი მეორე წრიდან ჩაერთო ტურნირში. პირველი ორთაბრძოლა ყაზახ იერასილ ხაჟიბაევს მოუგო. შემდეგ, უზბეკ ალიშერ იუსუპოვს დაუპირისპირდა და ისიც დაამარცხა. ნახევარფინალში გურამი უკრაინელ ძიუდოისტს, იაკივ ხამოს შეხვდა და მესამე გამარჯვება მოიპოვა, რასაც ფინალი მოჰყვა.

ტაშკენტის გრანპრიზე კიდევ ერთმა ქართველმა, ლაშა ბექაურმა იასპარეზა და სამწუხაროდ, უმედლოდ დარჩა. არადა, ლაშამ ნახევარფინალს მიაღწია და კვარცხლბეკზე ასვლის შესანიშნავი შანსი ჰქონდა. ბექაური ნახევარფინალში რუს ხალმურზაევთან დამარცხდა, ხოლო ბრინჯაოსთვის ბრძოლა იაპონელ ბეიკერთან დათმო.

გურამ თუშიშვილმა ტაშკენტის გრანპრის მოგება შეძლო

გურამ თუშიშვილმა ტაშკენტის გრანპრის მოგება შეძლო გურამმა ფინალში მასპინძელი ბეკმუროდ ოლტიბოევი დაამარცხა

Posted by Silk Sport on კვირა, 22 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები