Thumbnail

ოდიკაძე უმედლოდ დარჩა - ქართველმა ოლიმპიურ ჩემპიონთან წააგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრებმა 2019 წლის ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატი დაასრულა
  • ქართული გუნდის აქტივში 4 ოქროა: 2 კლასიკურ, ხოლო 2 თავისუფალ ჭიდაობაში

საქართველოს ნაკრებმა 2019 წლის ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატი დაასრულა. ქართული გუნდისთვის ნურსულთანში გამართული ტურნირი წარმატებული გამოდგა. როგორც კლასიკური, ისე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ყაზახეთში ორი ოქროს მედალი აიღეს. სამწუხაროდ, მედლის მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვა ელიზბარ ოდიკაძემ, რომელიც გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ამერიკელ კაილ სნაიერთან დამარცხდა.

სნაიდერი ოლიმპიური ჩემპიონია და თავიდანვე ნათელი იყო, რომ ოდიკაძეს უმძიმესი ბრძოლა ელოდა. ამერიკელი ფლობდა უპირატესობას და მიიყვანა კიდეც საქმე გამარჯვებამდე - 5:0 სნაიდერის სასარგებლოდ. ელიზბარმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) დამამშვიდებელ წრეში კორეელი მინვონ სეო 4-0 დაამარცხა

ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) დამამშვიდებელ წრეში კორეელი მინვონ სეო 4-0 დაამარცხა და საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებს მეორე ოლიმპიური ლიცენზია მოუტანა. ოდიკაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლისათვის ამერიკელების ოლიმპიურ ჩემპიონ კაილ სნაიდერს დაეჭიდება.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on კვირა, 22 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები