Thumbnail

ბექა ლომთაძემ ფინალში რუსი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ნურსულთანში მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში
  • საქართველოს ნაკრების აქტივში კიდევ ერთი ოქროს მედალია

კიდევ ერთი ქართული ოქრო ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭიდაობაში - 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ლომთაძე ფინალში რუს მაგომედრასულ იდრისოვს შეხვდა და 4:1 დაამარცხა მეტოქე.

ბექამ პირველი ქულა გაუშვა და ორთაბრძოლაც მძიმედ მიმდინარეობდა, თუმცა დასკვნითი ნაწილი ქართველის სრული უპირატესობით წარიმართა და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა. ლომთაძემ ბრწყინვალედ იჭიდავა და ბოლო წუთებში შანსი არ დაუტოვა მეტოქეს. ეს არის საქართველოს ნაკრების მეორე ოქროს მედალი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. 

ბექამ ფინალამდეც ბრწყინვალედ იჭიდავა: 1/8-ფინალში მოლდოველ მიჰაი ესანუს აჯობა (10-0), 1/4-ფინალში ამერიკელი ტილერ ლი გრაფი დაამარცხა (3-1), ხოლო ნახევარფინალში ინდოელ რაჰჰულ ბალასაჰებ ავარეს სძლია (10-6).

📺 ლომთაძე V იდრისოვი

კომენტარები

ბოლო ამბები