Thumbnail

აკი ბაშო | ქართველმა სუმოისტებმა ტურნირი მარცხით დაასრულეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქართველმა სუმოისტებმა ბაშო ერთნაირი ბალანსით დაასრულეს
  • აკი ბაშოს ბოლოს დღეს გაგამარუც და ტოჩინოშინიც დამარცხდნენ

იაპონიაში აკი ბაშო დასრულდა, სადაც ქართველმა სუმოისტებმა წარუმატებლად იასპარეზეს. გაგამარუმ სეკიტორის წოდება შეინარჩუნა, მაგრამ უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა. რაც შეეხება ტოჩინოშინს, უარყოფით ბალანსთან ერთად, მან ოძეკის ტიტულიც დაკარგა.

აკი ბაშოს ბოლო დღეს გაგამარუმ დაიამამისთან იორიკირით წააგო და ტურნირი 6 მოგებით და 9 მარცხით დაასრულა. ტოჩინოშინიმაც იგივე ბალანსი დააფიქსირა. ლევან გორგაძე ბოლო დღეს გოეიდოს შეხვდა და იორიკირით წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები