Thumbnail

უზბეკეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, შოთა არველაძის ფახთაქორმა ჩემპიონობა გაინაღდა და არსებობის ისტორიაში უზბეკეთის ჩემპიონობა მეექვსედ იზეიმა. შოთის გუნდმა 20 მატჩში 56 ქულა დააგროვა, რაც ფანტასტიკური შედეგია - 18 მოგება და 2 ფრე.

მეტალურგ ბეკაბადისთან მატჩის დასრულების შემდეგ, შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს თუ როგორ აღნიშნავს, არველაძე ქართველებთან ერთად ფახთაქორის ჩემპიონობას.

ქართველებმა 1964-წლის ტრიუმფატორი თბილისის დინამოსთვის დაწერილი ჰიმნი იმღერეს, რის შემდეგაც ჩემპიონობა ქომაგებთან აღნიშნეს.

კომენტარები

ბოლო ამბები