Thumbnail
  • რუსეთი 13:20 ესპანეთი.
  • ესპანეთმა რაგბი ევროპა გამარჯვებით დაიწყო.
  • რუმინეთი 85:6 გერმანია.
  • რუმინეთმა საქართველოს გადაასწრო.


რაგბი ევროპა საქართველოსა და ბელგიის მატჩის დაიწყო, ბორჯღალოსნებმა ბელგიელებს ქუთაისში უმასპინძლეს და მეტოქე 47:0 გაანადგურეს.

საქართველომ რაგბი ევროპა ბელგიის განადგურებით დაიწყო - 47:0.
ბელგიის ნაკრების მწვრთნელი : საქართველო ექვს ერში უნდა თამაშობდეს
​​​​​​​

მეორე მატჩი ყუბანის სტადიონზე, რუსეთსა და ესპანეთს შორის, გაიმართა. მასპინძლები მე-10 წუთზე გერასიმოვის ლელოთ დაწინაურდნენ, იური კუშნარევმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ესპანელებმა 31-ე წუთზე ლელოს დადება მოახერხეს, თუმცა კუშნარევმა 3-წუთში ჯარიმა გაიტანა. სტუმრებმა პირველი ტაიმის მოგება მაინც მოახერხეს, ესპანეთმა ლელოსა და გარდასახვა ჯარიმა მიუმატა და ტაიმი 10:15 მოიგო.

მეორე ტაიმში რუსებმა ჯარიმა გაიტანეს, ხოლო ესპანელებმა ლელო დადეს და მატჩი 20:13 მოიგეს. ესპანეთმა რაგბი ევროპა კარგად დაიწყო, მათი მომდევნო მეტოქე რუმინეთი იქნება, რომელსაც ესპანეთი საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.

რუმინეთის ნაკრებმა რაგბი ევროპა ღირსეულად დაიწყო და გერმანიის ნაკრებს გადაურბინა. რუმინელებმა პირველი ტაიმი 31:6 მოიგეს. მეორეში ტაიმში კი 54 ქულის აღება მოახერხეს და არცერთი ქულა არ გაუშვეს. მასპინძლებმა მატჩი 85:6 მოიგეს, ბორჯღალოსნებს სატურნირო ცხრილში გადაუსწრეს და პირველ ადგილს იკავებენ ჯგუფში.

მომდევნო ტურში საქართველო გერმანიას ესტუმრება, რუმინეთი ესპანეთში ჩავა, ხოლო რუსეთი ბელგიას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები