Thumbnail
  • მილანი 0:2 ინტერი
  • ანტონიო კონტემ ინტერის თავკაცის რანგში პირველი მილანური დერბი მოიგო

იტალიის სერია A-ს მე-4  ტურის მთავარი დაპირისპირება "სან სიროზე" გაიმართა, სადაც მილანმა ინტერს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ინტერი 9 ქულით მე-2 ადგილზეა და მხოლოდ იუვენტუსს ჩამორჩება ქულით, რომელმაც დღეს ვერონას 2:1 მოუგო. მილანი კი 6 ქულით ცხრილის შუაშია. 

49-ე წუთზე მარსელო ბროზოვიჩმა რიკოშეტის დახმარებით მილანურ დერბიში ინტერი დააწინაურა. 78-ე წუთზე ნიკოლო ბარელას ჩაწოდებულს თავით რომელუ ლუკაკუ შეწვდა და დონარუმას კარი დალაშქრა.

კონტე ლუკაკუს გოლმა გაახარა

საინტერესო ფაქტები

⚽ ბოლო 4 სეზონის განმავლობაში ევროპის ტოპლიგებში რომელუ ლუკაკუს პირველ 4 ტურში 3 და მეტი გოლი გააქვს.

⚽ ფრანკ კესიმ მილანის მაისურით მე-100 მატჩი ითამაშა.

მილანი 0:2 ინტერი

გოლები: 0:1 ბროზოვიჩი (49), 0:2 ლუკაკუ (78)

მილანი (4-3-1-2): დონარუმა - კონტი, მუსაჩო, რომანიოლი, როდრიგესი (72. თ. ერნანდესი) - კესი, ბილია, ჩალჰანოღლუ (64. პაკეტა) - სუსო - პიონტეკი, ლეაო (83. რებიჩი)

ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი - გოდინი, დე ვრეი, შკრინიარი - დ'ამბროზიო, ბარელა (82. კანდრევა), ბროზოვიჩი, ასამოა - სენსი (71. ვესინო) - ლუკაკუ, ლაუტარო მარტინესი (76. პოლიტანო)

კომენტარები

ბოლო ამბები