Thumbnail
  • იუვენტუსი 2:1 ვერონა
  • იუვენტუსის რიგებში პსჟ-დან დაბრუნებულმა ბუფონმა პირველად ითამაშა

იტალიის სერია A-ს მე-4 ტურში ქვეყნის ჩემპიონმა იუვენტუსმა ტურინში ვერონას უმასპინძლა და თამაში შემოატრიალა - 2:1 გაიმარჯვა. 

მე-20 წუთზე ჯიჯი ბუფონის კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა დი კარმინემ ბურთი ძელს გაარტყა. შეტევას გოლი მაინც მოყვა შორეული მანძილიდან ანგარიში პორტუგალიელმა მიგელ ველოზომ გახსნა.

31-ე წუთზე აარონ რემზიმ, რომელიც პირველად თამაშობდა იუვენტუსის სასტარტო შემადგენლობაში და იტალიის ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა, კრიშტიანო რონალდოს პასით ანგარიში გაათანაბრა.

იუვენტუსმა რონალდოს პენალტით მოიგო, რომელიც 49-ე წუთზე ხუან კუადრადოს წაქცევისთვის დაინიშნა - 2:1. იუვეს 4 თამაშიდან 10 ქულა გაუხდა. 

საინტერესო ფაქტები

⚽ ჯიჯი ბუფონმა იუვენტუსში დაბრუნების შემდეგ ოფიციალურ მატჩში პირველად ითამაშა.

⚽ აარონ რემზი მესამე უელსელია, ვინც სერია A-ში გოლი გაიტანა იან რაშისა და ჯონ ჩარლზის შემდეგ.

⚽ ჯიჯი ბუფონმა საკლუბო ფეხბურთში 902-ე მატჩი ითამაშა და ამ მაჩვენებლით პაოლო მალდინის დაეწია. 

იუვენტუსი 2:1 ვერონა

გოლები: 0:1 ველოზო (21), 1:1 რემზი (31), 2:1 რონალდო (49-პენ)

იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - დანილო, დემირალი, ბონუჩი, ალექს სანდრო - რემზი (61. ხედირა), ბენტანკური (51. პიანიჩი), მატუიდი - კუადრადო, დიბალა (72. იგუაინი), რონალდო 

უდინეზე 0:1 ბრეშა

კომენტარები

ბოლო ამბები